ჩვენს შესახებ
ნახვების რაოდენობა : 1243

საქართველოში, სამხრეთ კორეული საბრძოლო ხელოვნების ტაეკვონდოს დასაბამად 1995 წელი ითვლება. მის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვით, იმ დროისთვის აღმოსავლური ორთაბრძოლის ოსტატებს: ავთანდილ მიქაძეს, დავით ბაბუაძეს, გიორგი აბულაძეს და სულხან ბაბუაძეს, რომლებიც იმ პერიოდისთვის აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღმოსავლური ორთაბრძოლების სწავლებაში. მას შემდეგ რაც გაეცვნენ და ალღო აუღეს, საკუთარი სპორტული კლუბებით მთლიანად გადმოვიდნენ ტაეკვონდოში. ამ ოთხეულმა რეალური პერსპექტივა მისცა საქართველოში ტაეკვონდოს განვითარებას და ხელი შეუწყო ფედერაციის ჩამოყალიბებას. მათივე თაოსნობით მოხდა, პირველი პრეზიდენტის არჩევა.
თავდაპირევლად, ტაეკვონდოს სპორტული წრეები შეიქმნა, თბილისში, ხოლო შემდგომ სწრაფად გავრცელდა საქართველოს მთელი მასშტაბით და თითქმის ყველა რეგიონში შეიქმნა ტაეკვონდოს შემსწავლელი კლუბები.
1998 წლის 5 მაისი, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის ოფიციალური რეგისტრაციის თარიღია. ამავე წელს, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია, მსოფლიოსა და ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციების წევრი გახდა. ამ პერიოდიდან, ქართველი სპორტსმენები, სისტემატურად მონაწილეობენ მსოფლიოსა და ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციების მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში.
საქართველოში, ტაეკვონდოს ფედერაციის ძალისხმევით, მოწვეულ იქნა, ტაეკვონდოს ოსტატი, 9 დანის მფლობელი: სოუ იონგ სო, რომელმაც ჩაატარა სემინარები მწვრთნელთა გადამზადების კუთხით. მანვე ჩაიბარა საკვალიფიკაციო გამოცდები და ქართველ მწვრთნელებს კუკივონის ( მსოფლიო ფედერაციის მიერი აღიარებული) შავი ქამრები გადასცა.
2000 წლიდან, ტაეკვონდო, ოფიციალურად იქნა შეტანილი ოლიმპიადის პროგრამაში და ამავე წელს, სიდნეის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ტაეკვონდოში, პირველი შეჯიბრი გაიმართა.

საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტები:
კონსტანტინე გედევანიშვილი - 1998-2007
გიორგი კორახაშვილი - 2007-2013
სულხან ბაბუაძე - 2013 -

FaceBook Twitter Google
Fb Recomend