სულხან ბაბუაძე
ნახვების რაოდენობა : 979
სულხან ბაბუაძე - საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

დაიბადა 1975 წელს 17 აგვისტოს ზესტაფონის რაიონში
1992 წელს დაამთავრა ი.აბაშიძის სახელობის საშუალო სკოლა .
2004 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი.
1995 წლიდან ამზადებდა სპორტსმენებს ტაეკვონდოში. მის მიერ აღზრდილი სპორტსმენები გამოირჩევიან მაღალი მიღწევებით.
არის საერთაშორისო ფედერაციის ( კუკივონის ) შავ ქამარის და მე-3 დანის მფლობელი.
სულხან ბაბუაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ტაეკვონდოს განვითარებაში და საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის შექმნაში.
არის ომის ვეტერანი და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.
შსს-ს კაპიტანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორი.
2013 და 2017 წელებში არჩეული იქნა საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

FaceBook Twitter Google
Fb Recomend