თბილისის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში
ნახვების რაოდენობა : 462
2018 წლის 9-10 ივნისს, ქალაქ თბილისში (დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, ოლიმპიური პარკი, ფრენბურთის არენა) გაიმართება თბილისის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში.
ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები:
პინები 2009-20010 წელში დაბადებულები
პინები: 2007-2008 წელში დაბადებულები
კადეტები: 2004-2005-2006 წელში დაბადებულები
იუნიორები: 2001-2002-2003 წელში დაბადებულები

შეჯიბრებას იმსაჯებს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა.

შეჯიბრების ჩატარებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაცია.
FaceBook Twitter Google
Fb Recomend
ვიდეო
პარტნიორები