საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში, G1 კლასის საერთაშორის ტურნირზე მიემგზავრება
ნახვების რაოდენობა : 293
14 სექტემბერს, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები პოლონეთში, G1 კლასის საერთაშორის ტურნირზე მიემგზავრება.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დავით ბაბუაძის განცხადებით, ნაკრებმა კვალიფიციური შეკრება გაიარა ქობუელთში და თბილისში. სპორტსმენები არიან კარგ სპორტულ ფორმაში, რაც იმედს იძლევა რომ მონაწილეები ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ.
საქართველოს სახელით პოლონეთის ტურნირზე მიემგზავრებიან:
1. ზურაბ კინწურაშვილი 51კგ ( იუნიორი)
2. ლუკა გელდიაშვილი 63კგ. ( იუნიორი)
3. ბექა ქავთარაძე 63კგ.
4. არშაკ კირაკოსიანი 68კგ.
5. მერაბ შუკაკიძე 68კგ.


FaceBook Twitter Google
Fb Recomend
ვიდეო
პარტნიორები