რეიტინგი


რეიტინგის სისტემა უნდა იქნას გამოყენებული ყველა სტეფ_ის (საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის) მიერ ხელშეწყობილ და აღიარებულ ჩემპიონატებში, G კლასის ტურნირთა ან სტეფ ფედერაციის მიერ განსაზღვრულ ღონისძიებებზე იმის გათვალისწინებით რომ ჩემპიონატი არის ორგანიზებული საქართველოს ტაეკვონდოს ტექნიკური დელეგატების ზედამხედველობის ქვეშ არსებულ საშეჯიბრო წესებთან მოყვანილ შესაბამისობაში.

ქულები მიენიჭებათ შემდეგი ფორმულის მიხედვით
ა) მიღებული ქულები ჩემპიონატებზე
ბ) ჩემპიონატის რეიტინგი (კლასი)
ა გამრავლებული ბ_ზე უდრის ფინალურ ქულებს

I ადგილზე გასული
სპორტსმენი მიიღებს 10 ქულას

II მეორე ადგილზე გასული სპორტსმენი მიიღებს იმ ქულების 60 პროცენტს რაც დააგროვა I ადგილზე გასულმა სპორტსმენმა

III ადგილზე გასული
სპორტსმენები მიიღებენ იმ ქულების 60 პროცენტს რაც დააგროვა II ადგილზე გასულმა სპორტსმენმა

V-VIII ადგილზე გასული სპორტსმენები მიიღებენ 60 პროცენტს იმ ქულებისა რაც დააგროვეს III ადგილზე გასულმა სპორტსმენ
ებმ

IX-XVI ადგილზე გასული სპორტსმენები მიიღებენ 60 პროცენტს იმ ქულებისა რაც დააგროვეს V-VIII ადგილზე გასულმა სპორტსმენმა

ამის შემდეგ სპორტსმენები მიიღებენ 60 პროცენტს იმ ქულებისა რაც დააგროვეს მათზე  ერთი ეტაპით წინ გასულმა სპორტსმენებმა

წონით კატეგორიაში მხოლოდ 2-3 მონაწილის შემთხვევაში
სპორტსმენ
ები მიიღებენ ქულების 60 პროცენტს

წონით კატეგორიაში მხოლოდ ერთი მონაწილის ყოფნის შემთხვევაში სპორტსმენი მიიღებს 2-3 მონაწილის მიხედვით III ადგილზე გასულ სპორტსმენთა ქულებს

ქულები დამრგვალდება შემდეგნაირად 94.235 ჩაიწერება 94.24

წონითი კატეგორიის  შეცვლისას შეიკვეცება სპორტსმენის ყოველ სხვა ნაასპარეზევ წონით კატეგორიაში მოპოვებული ქულები (
განიხილება როგორც 60 პროცენტი ქულებისა)

ასაკობრივი კატეგორიის შეცვლისას სპორტსმენის ქულათა რაოდენობა განიხილება როგორც მის მიერ წინა ასაკობრივ კატეგორიაში მოპოვებულ ქულათა საერთო ჯამი ყველანაირი შეკვეცის გარეშე.

როდესაც ორ ან მეტ სპორტსმენს აქვს ერთნაირი ქულათა რაოდენობა სპორტსმენი რომელმაც ქულები მოიპოვა უფრო მაღალრეიტინგულად შეფასებულ ღონისძიებებზე განიხილება როგორც უფრო მაღლა მყოფი რეიტინგში, იმ შემთხვევაში თუ ისევ თანაბარია ქულათა პირობები უფრო მაღლა მყოფი სპორტსმენი გადაწყდება სხვა კრიტერიუმებით.

ტურნირთა კლასი შემდეგნაირია:

საქართველოს ღია ჩემპიონატები და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის B კატეგორიის ჩემპიონატები
დიდები
(8 ქულა)
ახალგაზრდები (4 ქულა)
კადეტები (2 ქულა)
პინები 1 (1 ქულა)
პინები 2 (0.5 ქულა)

საქართველოს საერთაშორისო ჩემპიონატები
დიდები (12 ქულა)
ახალგაზრდები
(6 ქულა)
კადეტები (3 ქულა)
პინები 1 (1.5 ქულა)
პინები 2 (0.75 ქულა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და
G1 კლასის საერთაშორისო ჩემპიონატები
დიდები (24 ქულა)
ახალგაზრდები (12 ქულა)
კადეტები (6 ქულა)
პინები 1 (3 ქულა)
პინები 2 (1.5 ქულა)