დოკუმენტები
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციის გამგეობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფედერაციის დელეგირებულ წევრად გაწევრიანების კრიტერიუმები და სტანდარტები (ახალი ვერსია)
ნახვების რაოდენობა : 91
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წესდების მე-8-ე მუხლის მიხედვით: ..ფედერაციის წევრად მიღებისათვის საჭიროა, რომ განმცხადებელი სრულად აკმაყოფილებდეს ამ დებულების, ასევე ეროვნული ფედერაციის გამგეობის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს"", ხოლო ამავე წესდების მუხლი 9 ,,ა"" ქვეპუნქტის შესაბამისად ფედერაციის დელეგირებულ და ასოცირებული წევრად მიღება ხდება მსურველთა წერილობითი განცხადების საფუძველზე . ფედერაციის გამგეობა ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვიტილებას განმცხადებლის წევრად მიღების ან არმიღების შესახებ მის მიერვე დადგენილი გაწევრიანების კრიტერიუმებისა და სტანდარტების შესაბამისად; ამავე მუხლის მე-9 ნაწილი გვეუბნება, რომ გაწევრიანების მსურველი განმცხადებელი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ფედერაციის გამგეობის მიერ შემუშავებულ და დადგენილ გაწევრიანების კრიტერიუმებსა და სტანდარტებს.
ამ წესდების მუხლი 13-ის მე-4 ნაწილის მიხედვით კი: სუბიექტებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ეროვნული ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილ გაწევრიანებისათვის სავალდებულო კრიტერიუმებსა და სტანდარტებს შეიძლება შეუჩერდეთ უფლებამოსილება ხარვეზების აღმოფხვრამდე.
ამ დებულებებიდან გამომდინარე საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობას დადგენილი აქვს ფედერაციაში დელეგირებულ წევრად გაწევრიანებისათვის აუცილებელი შემდეგ სავალდებულო კრიტერიუმები და სტანდარტები:
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციაში მსურველთა დელეგირებულ წევრად მიღება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია:
1.1 ტაეკვონდოს რეგიონალური/საქალაქო ფედერაციის ეროვნულ ფედერაციაში დელეგირებულ წევრად გაწევრიანება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იურდიული პირი , თუ მისი წესდება მოყვანილია საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წესდებასთან შესაბამისობაში.
1.2 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური თუ საქალაქო ფედერაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს და ემორჩილებოდეს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წესდებას .
1.3 რეგიონალურ/საქალაქო ფედერაცია უნდა შედგებოდეს რეგიონში/ქალაქში არსებული ტაეკვონდოს სპორტული კლუბებისგან, მასში შემავალი სპორტული კლუბების მაშტაბურობა უნდა ვრცელდებოდეს რეგიონის/ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და მუნიციპალიტეტებში.

1.4 დელეგირებულ წევრად გაწევრიანები მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია ვალდებულია განსაზღვრულ პერიოდში შეასრულოს ეროვნული ფედეერაციის მხრივ, როგორც მასზედ ასევე მასში შემავალ წევრებზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები.
1.5 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური თუ საქალაქო ფედერაცია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 ტაეკვონდოს სპორტული კლუბისაგან და 3 ეროვნული ფედერაციის მიერ სერთიფიცირებული მწვრთვნელისგან, აერთიანებდეს მინიმუმ 50 სპორტსმენს მაინც, რომლებზეც გაცემული იქნება ეროვნული ფედერაციის პორტფოლიო , უნდა ახდენდეს რეგიონში/ქალაქში ტაეკვონდოს პროპაგანდას და სპორტული წრეების მაშტაბურობის გაზრდას.
1.6 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველ რეგიონალური/საქალაქო ფედერაციაში გაერთიანებულ წევრებს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ეროვნული ფედერაციის ეგიდით ბოლო ერთი წლის პერიოდში გამართულ სპორტული ღონისძიებების 2/3 - ში .
1.7 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაციის მწვრთვნელები, სპორტსმენები და სხვა წევრები რეგულარულად უნდა გამოდიოდნენ მხოლოდ ეროვნული ფედერაციის ეგიდით გამართულ საკვალიფიკაციო გამოცდაზე (გუპზე დანზე) აღიარებდნენ მხოლოდ ეროვნული ფედერაციის მიერ, ასევე მსოფლიოს და ევროპის ტაევვონდოს მიერ გაცემულ სერთიფიკატებს და ლიცენზიებს, რომელიც გატარებული იქნება ეროვნული ფედერაციის შესაბამის შიდა რეესტრში .
1.8 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია ვალდებულია კონტროლი გაუწიოს წევრებს, რომ მათ თანმიმდევრულად გაიარონ საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტი (ფერადი ქამრების 10 დან 1 გუპამდე) , დროულად მოახდინოს მათი რეგისტრაცია ეროვნული ფედერაციის შიდა კვალიფიკაციის რეესტრში , წევრს რომელსაც არ ექნება გავლილი ეროვნული ფედერაციის საკვალიფიკაციო გამოცდის სრული კურსი ( 10 დან 1 გუპამდე ) არ დაუშვას მათი გაყვანა შავი ქამრის საკვალიფიკაციო გამოცდაზე , ყველა წევრზე გასცეს ეროვნული ფედერაციის პორტფოლიო (მოწმობა).
1.9 დელეგირებული წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია ვალდებულია მის მიერ დაგეგმილი სპორტული ღონისძიების დებულება დამტკიცებული ჰქონდეს ეროვნული ფედერაციისგან (გარდა შიდა დახურული ჩემპიონატების) და თავადაც არ მიიღოს მონაწილეობა( საქართველოს მაშტაბით )ეროვნული ფედერაციის მიერ დაუმტკიცებელ ჩემპიონატებზე და სპორტულ ღონისძიებებზე .
1.10 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაციას ეკრძალება, სპორტსმენი რომელიც აყვანილი იქნება ეროვნული თუ ასაკობრივ ნაკრების წევრად, მონაწილეობა მიაღებინოს საკუთარი კალენდარული გეგმის მიხედვით გაწერილ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე, ეროვნული ფედერაციის თანხმობის გარეშე .
1.11 დელეგირებული წევრობის მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია ვალდებულია დროულად მოახდინოს ეროვნულ ფედერაციაში მწვრთვნელთა სერთიფიცირება (ლიცენზირება), გადაიხადოს მწვრთვნელის წლიური მოსაკრებელი თანხა ეროვნულ ფედერაციის საბანკო ანგარიშზე გამგეობის მიერ მიღებული თანხის ოდენობით , პერიოდულად განახორციელოს შიდა მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების პროგრამები და ასევე მონაწილეობა მიიღოს ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ მწვრთვნელთა გადამზადების პროგრამებში .
1.12 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური თუ საქალაქო ფედერაცია ყოველი წლის დასაწყისში წინასწარ უნდა ათანხმებდეს ეროვნულ ფედერაციასთან მის მიერ დაგეგმილ სპორტული ღონისძიებების წლიურ კალენდარულ გეგმას და მონაწილეობდეს მხოლოდ საკუთარი კალენდარის მიხედვით გაწერილი სპორტულ შეჯიბრებში და ღონისძიებებში .
1.13 დელეგირებული წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური თუ საქალაქო ფედერაცია ვალდებულია მის მიერ დაგეგმილ ყველა ოფიციალურ შეჯიბრებზე მსაჯობა განახორციელოს მხოლოდ ეროვნული ფედერაციის მსაჯთა ბრიგადამ და საერტაშორისო კატეგორიის მსაჯებმა. ეროვნულ ფედერაციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
1.114 დელეგირებული წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია ვალდებულია მის მიერ გამართულ ყველა სპორტულ ღონისძიებებაზე დაიცვას ეროვნული ფედერაციის და მსოფლიოს ტაეკვონდოს (წტ) წესების და ეროვნული ფედერაციის მოთხოვნები , პასუხისმგებელია შეჯიბრის მაღალ დონეზე და უსაფრთხოდ წარმათვაზე.
1.15 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია ვალდებულია არ ქონდეთ არანაირი სპორტული და საქმიანი ურთიერთობა იმ ორგანიზაციებთან და სუბიექტებთან რომელსაც არ სცნობს მსოფლიო ტაეკვონდო ( წტ )ფედერაცია და არ არიან აღიარებულნი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მიერ , არ უნდა თანამშრომლობდნენ მათთან .
1.16 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია ვალდებულია შიდა თუ გასვლითი სპორტული ღონისძიებები წინასწარ შეათანხმოს ეროვნულ ფედერაციასთან.
1.17 დელეგირებული წევრად გაწევრიანების მსურველი რეგიონალური/საქალაქო ფედერაცია ვალდებულია კონტროლის ქვეშ ყავდეს მასში შემავალ სპორტულ კლუბები , მწვრთვნელები სპორტსმენები , რათა არ მოხდეს მათი მხრიდან ეროვნული ფედერაციის წესდების და გამგეობის მიერ მიღებული კრიტერიუმების და სტანდარტების რომელიმე პუნქტის დარღვევა , პასუხისმგებელნი არიან მათზე ეროვნულ ფედერაციასთან.
1.18 აღნიშნული კრიტერიუმების და სტანდარტების დარღვევა გამოიწვევს ეროვნულ ფედერაციაში წევრობის შეჩერებას ან ფედერაციიდან გარიცხვას.
1.19 აღნიშნული კრიტერიუმებისგან და სტანდარტების # 1.3 #1.4 # 1.5 # 1.6 # 1.8_დან თავისუფლლდება მხოლოდ პარა ტაეკვონდოს ფედერაცია.
სპორტული კლუბი:
1.20 გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბის ეროვნულ ფედერაციაში დელეგირებულ წევრად გაწევრიანება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ეროვნულ ფედერაციაში ასოცირებულ წევრობის მინიმუმ 3 ( სამი ) წლის ფუნქციონირების გამოცდილება ,არის ეროვნულ ფედერაციაში შემავალ შესაბამისი რეგიონალური ან საქალაქო ფედერაციის წევრი , აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ ფედერაციასთან და აქვს განსაკუთრებული სპორტული წარმატებები, კლუბის წესდება შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი ეროვნული ფედერაციის წესდებასთან .
1.21 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბში უნდა საქმინობდეს მინიმუმ ეროვნული ფედერაციის მიერ სერთიფიცირებული 2 ან მეტი მწვრთვნელი , რომელსაც მინიჭებული აქვს შავი ქამარი ტაეკვონდოში კუკივონის ან საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მიერ გაცემული სერთიფიკატით და რეგისტრირებულია ეროვნული ფედერაციის კვალიფიკაციის და მწვრთვნელთა შიდა რეესტრში.
1.22 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბში უნდა ირიცხებოდეს მინიმუმ 40 სპორტსმენი მაინც, რომლებსაც ექნებათ ეროვნული ფედერაციის მიერ გაცემული წევრის პო რ ტ ფ ო ლ იო და რეგისტრირებულნი იქნებიან ეროვნული ფედერაციის შიდა რეესტრში აღრიცხვაზე .
1.23 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბის სპორტსმენები რეგულარულად უნდა გამოდიოდნენ ეროვნული ფედერაციის ეგიდით გამართულ (აღიარებულ) საკვალიფიკაციო გამოცდებზე და სპორტულ ღონისძიებებზე.

1.24 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბი ვალდებულია კონტროლი გაუწიოს წევრებს , რომ მათ თანმიმდევრულად გაიარონ საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტი (ფერადი ქამრების 10 დან 1 გუპამდე) , დროულად მოახდინოს მათი რეგისტრაცია ეროვნული ფედერაციის შიდა კვალიფიკაციის რეესტრში , წევრს რომელსაც არ ექნება გავლილი ეროვნული ფედერაციის საკვალიფიკაციო გამოცდის სრული კურსი (10 დან 1 გუპამდე) არ დაუშვას მათი გაყვანა შავი ქამრის საკვალიფიკაციო გამოცდაზე , ყველა წევრზე გასცეს ეროვნული ფედერაციის პორტფოლიო (პასპორტი).
1.25 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბს მონაწილეობა უნდა ქონდეთ მიღებული ბოლო ერთი წლის პერიოდში ეროვნული ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტული ღონისძიების მინიმუმ 2/3_ში მაინც და აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ ეროვნულ ფედერაციასთან .
1.26 დელეგირებული წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბი ვალდებულია მის მიერ დაგეგმილი სპორტული ღონისძიების დებულება დამტკიცებული ქონდეს ეროვნული ფედერაციისგან (გარდა შიდა დახურული ჩემპიონატების) და თავადაც არ მიიღოს მონაწილეობა( საქართველოს მაშტაბით )ეროვნული ფედერაციის მიერ დაუმტკიცებელ ჩემპიონატებზე და სპორტულ ღონისძიებებზე .
1.27 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტუ ლ კლ უ ბს ეგრძალება , სპორტსმენი რომელიც აყვანილი იქნება ეროვნული თუ ასაკობრივ ნაკრების წევრად , მონაწილეობა მიაღებინოს კალენდარული გეგმის მიხედვით გაწერილ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე ,ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის წერილობითი ნებართვის გარეშე.
1.28 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წესდების მოთხოვნებს და ეროვნული ფედერაციის გამგეობის მიერ მიღებულ კრიტერიუმებს და სტანდარტებს .
1.29 დელეგირებული წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბი წინასწარ უნდა ათანხმებდეს ეროვნულ ფედერაციასთა მის მიერ შედგენილ წლიურ ღონისძიებების კალენდარულ გეგმას .
1.30 დელეგირებულ წევრათ გაწევრიანების მსურველ სპოირტულ კლუბს ეგრძალება ეროვნულ ფედერაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეში მონაწილეობა მიიღოს ან/და გამართოს რაიმე სახის სპორტული ღონისძიება (გარდა შიდა საკლუბოსი).
1.31 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბი ვალდებულია მის მიერ გამართულ ჩემპიონატებზე (გარდა შიდა საკლუბო ტურნირებისა) ამსაჯოს ეროვნული ფედერაციის ან/და საერთაშორისო ფედერაციის მიერ სერთიფიცირებული მსაჯები და პასუხისმგებლობას იღებს ჩემპიონატის ან/და ტურნირების მაღალდონეზე და უსაფრთხოდ ჩატარებაზე .
1.32 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბი ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებას და ამხანაგურ სპორტულ შეხვედრებს და შეჯიბრებს წინასწარ უნდა ათანხმებდეს ეროვნულ ფედერაციასთან, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წესდების წევრად მიღების 9 მუხლის 7 პუნქტის შესაბამისად .
1.33 დელეგირებულ და ასოცირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბი ვალდებულია არ ქონდეთ არანაირი სპორტული საქმიანი ურთიერთობა იმ ორგანიზაციებთან და სუბიექტებთან რომელსაც არ სცნობს მსოფლიო ტაეკვონდო ( წტ ) და არ არიან აღიარებულნი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მიერ , არ უნდა თანამშრომლობდნენ მათთან .
1.34 დელეგირებულ წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბის წევრები არ უნდა იყოს სხვა რომელიმე ტაეკვონდოს ფედერაციის წევრი ან/და მართველ ორგანოში , რომელსაც არ ცნობს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია , არ უნდა თანამშრომლობდეს მასთან .
1.35 დელეგირებული წევრად გაწევრიანების მსურველი სპორტული კლუბი ვალდებულია კონტროლი გაუწიოს ყავლა მასში შემავალ წევრეს , რათა არ მოხდეს მათ მიერ ეროვნული ფედერაციისა წესდების ან/და გამგეობის მიერ მიღებული კრიტერიუმების და სტანდარტების რომელიმე პუნქტის დარღვევა.
1.36 დელეგირებულ წევრად გაწევრიანები მსურველი სპორტული კლუბი ვალდებულია განსაზღვრულ პერიოდში შეასრულოს ეროვნული ფედეერაციის მხრივ, როგორც მასზედ ასევე მასში შემავალ წევრებზე დაკისრებული ფინანსური ვალდებულებები.
1.37 აღნიშნული კრიტერიუმებისგან და სტანდარტების #1.20. # 1.22. # 1.23 # 1.25 #1.36 თავისუფლლდება ტაეკვონდოს ვეტერანთა კლუბი და მას გაწევრიანების დღიდან აქვს დელეგირებული წევრის სტატუსი ეროვნულ ფედერაციაში .
1.38 აღნიშნული კრიტერიუმების და სტანდარტების დარღვევა გამოიწვევს ეროვნულ ფედერაციაში წევრობის შეჩერებას ან ფედერაციიდან გარიცხვას

გამგეობის თავმჯდომარე/პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე
22.12.2018



FaceBook Twitter Google
Fb Recomend