დოკუმენტები
თბილისის ღია ჩემპიონატის დებულება
ნახვების რაოდენობა : 428
თბილისის ღია ჩემპიონატის დებულება
ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაცია
ვამტკიცებ პრეზიდენტი: ვლადიმერ გოგალაძე
ქ.თბილისი ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში.
შეთანხმებულია და მხარდაჭერილია კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციასთან .
შეჯიბრების ჩატარების ,რეგისტრაციის ადგილი და დრო:
რეგისტრაცია აწონვები და ჩემპიონატი ჩატარდება 2019 წლის 8-10 ნოემბერს , ქ. თბილისში ჯ.ბალანჩინის # 9 , ოლიმპიური პარკი , ხელბურთის არენაში.
შეჯიბრების ჩატარების სისტემა
შეხვედრები ჩატარდება ელექტრონულ "დაედოს" სისტემაზე , ვიდეო გამეორებით. შეხვედრების ხანგრძლივობა - 1.00 წუთი, სამი რაუნდი, შესვენება რაუნდებს შორის 30 წამი.
ნახევართფინალურ და ფინალური ორთაბრძოლები 1.00 წუთი სამი რაუნდი , რაუნდებს შორის შესვენება 30 წამი .
ნახევართფინალები და ფინალები 1.30 წუთი სამი რაუნდი , რაუნდებს შორის შესვენება 1 წუთი.
ჩემპიონატზე მონაწილემ უნდა იქონიოს საკუთარი , დობოკი , კაპი , ხელის და წვივის დამცავები , საზარდულის დამცავი (ნიჟარა) და დაედოს ელექტრონული სენსორული წინდა.
მსაჯთა ბრიგადა
ჩემპიონატზე იმსაჯებენ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა და მოწვეული მსაჯები.
სარეგისტრაციო საბუთები
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ჩემპიონატზე რეგისტრაციის გავლა შეუძლია მხოლოდ ეროვნული ფედერაციის მიერ სერთიფიცირებულ (ლიცენზირებულ) მწვრთვნელს .
შეჯიბრზე მონაწილე სპორტსმენთა მიღების პირობები.
ჩემპიონატის ორგანიზებას უზრუნველყოფს ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაცია , ხოლო ჩემპიონატში მონაწილეთა მივლინებას , განთავსებას , კვებას , უზრუნველყოფს მომავლინებელი ორგანიზაცია .

8 ნოემბერი
16.00-20.00 რეგისტრაცია და აწონვები .
9 ნოემბერი
08-09 საათზე საკონტროლო აწონვები ბრძოლები პინები - კადეტები
10.00 სპორტული ორთაბრძოლები .
14.00 შესვენება.
15.00 სპორტული ორთაბრძოლები .
10 ნოემბერი იუნიორები
10.00 სპორტული ორთაბრძოლები .
14.00 შესვენება.
15.00 სპორტული ორთაბრძოლები .
ტელ: +995 577012911.
E_MAIL: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
წონითი და ასაკობრივი კატეგორიები ;
ბავშვები ( პინები ) 2010-2011. წლებში დაბადებულნი .
ვაჟები:(-21კგ;-23კგ;-25კგ;-27 კგ-29კგ;-31კგ;-33კგ;-36კგ;-40კგ; 40+კგ)
გოგონები:(-21კგ;-23კგ;-25კგ;-27 კგ-29კგ;-31კგ;-33კგ;-36კგ;-40კგ; 40+კგ)
ბავშვები ( პინები ) 2008-2009. წლებში დაბადებულნი .
ვაჟები:(-27კგ;-30კგ;-33კგ;-36 კგ-40კგ;-44კგ;-48კგ;-52კგ;-57კგ; 57+კგ)
გოგონები:(-27კგ;-30კგ;-33კგ;-36 კგ-40კგ;-44კგ;-48კგ;-52კგ;-57კგ; 57+კგ)
ჭაბუკები, 2005-2006-2007. წლებში დაბადებულნი .
ვაჟები: (-33კგ;-37კგ;-41კგ;-45კგ;-49კგ;-53კგ;-57კგ;-61კგ;-65კგ; 65კგ+)
გოგონები: (-29კგ;-33კგ;-37კგ;-41კგ;-44კგ;-47კგ;-51კგ;-55კგ;-59კგ; 59კგ+)
ახალგაზრდები, 2002-2003-2004 . წლებში დაბადებულნი .
ვაჟები: (-45კგ;-48კგ;-51კგ;-55კგ;-59კგ;-63კგ;-68კგ;-73კგ;-78კგ; 78კგ+
გოგონები: (-42კგ;-44კგ;-46კგ;-49კგ;-52კგ;-55კგ;-59კგ;-63კგ;-68კგ; 68კგ+)
თითო გუნდიდან, წონაში, დაშვებულია მხოლოდ ორი სპორტსმენი. წონებში სპორტსმენთა რაოდენობა არაა შეზღუდული.
თუ რომელ წონით კატეგორიაში არ იქნება მინიმუმ ორი სპორტსმენი ,წონითი კატეგორია გაუქმდება ან მწვრთვნელთა თანხმობის შემთხვევაში , სპორტსმენთა გადათამაშება მოხდება ზედა წონაში .
დაჯილდოვება
საპრიზო ადგილებია I, II, და ორი III ადგილი. გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან მედლებით და სიგელებით.
პასუხისმგებლობა
სპორტსმენის შეჯიბრებაზე მონაწილეობისას, ორგანიზატორი არაა პასუხისმგებელი სპორტსმენის ტრამვისა და უბედური შემთხვევის დროს .
პროტესტის შეტანის და განხილვის წესი:
პროტესტის შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელმა უნდა მიმართოს შეჯიბრის ორგანიზატორს ან მთავარ მსაჯს .
დარღვევები
ჩემპიონატზე მწვრთვნელის ან სპორტსმენის , სპორტული ეთიკის და წესების დარღვევის შემთხვევაში , ფედერაცია განახორციელებს შესაბამის სანქციები , როგორც დამრღვევის ასევე წარმომადგენლობითი ორგანიზაციის მიმართ .
რეგისტრაციის ვადა
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 01 ნოემბერი დაგვიანების შემთხვევაში განაცხადის ფორმა არ მიიღება. განაცხადების გამოგზავნეთ
ელ-ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ტელ: +995 577 01 29 11

FaceBook Twitter Google
Fb Recomend