დოკუმენტები
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი #6
ნახვების რაოდენობა : 746
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი #6

ქალაქი თბილისი 30.09 .2019

2019 წლის 30 სექტრმბერს გაიმართა საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა

დღის წესრიგი:
1. ფედერაციის წევრებისათვის წლიური საწევრო შენატანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე
2. ეროვნული ნაკრების წევრებთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე
3. მწვრთვნელთა მომზადება , გადამზადებისა , სერთიფიცირების და წლიური საწევრო შენატანის განსაზღვრა - მიღების თაობაზე;
4. ფედერაციაში ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაცია კუკივონის კვალიფიკაციის (გუპის, პუმის, დანის) რეგისტრაცია და თანხის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

საკითხი # 1. ფედერაციის წევრებისათვის წლიური საწევრო შენატანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე:

დაადგინდა:
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ასოცირებულ და დელეგირებულ წევრებისთვის დაწესდეს ყოველწლიური საწევრო შენატანები შემდეგი ოდენობით:
1. ეროვნული ფედერაციის დელეგირებული წევრი , იურდიული პირებისთვის -50 ლარის ოდენობით:
2. ეროვნული ფედერაციის ასოცირებული წევრი , იურდიული პირებისთვის წლიური -40 ლარის ოდენობით:
3.ეროვნული ფედერაციის წევრი , ფიზიკური პირებისთვის წლიური -1 ლარის ოდენობით:
4. ეროვნული ფედერაციის წევრი ფიზიკური პირის ყოველწლიურ საწევრი გადასახადისგან თავისუფლდება მხოლოდ პარა სპორტსმენები , ტაეკვონდოს ვეტერანთა კლუბი , სოციალურად დაუცველები , ომის ვეტერანები და 55 წელს გადაცილებული წევრები .
5.ყოველწლიური საწევრო შენატანი გადაიხდება არა უგვიანეს ყოველი წლის ნოემბრის თვის დასრულების ბოლო დღისა .
6. საწევრო შენატანი ახალმა წევრებმა უნდა გადაიხადონ გაწევრიანებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
7. საწევრო მოსაკრებლის არ გადახდის წევრს შემთხვევაში შეუჩერდება წევრობა ეროვნულ ფედერაციაში .


საკითხი # 2. ეროვნული ნაკრების წევრებთან დაკავშირებული საკითხის თაობაზე;
დაადგინდა:
ეროვნული ნაკრების წევრებთან დაკავშირებით დაწესდეს შემდეგი რეგულაციები:

1. ეროვნული ფედერაცია ნაკრებში კანდიდატთა შერჩევას ( სამივე ასაკში) ახდენს ეროვნულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებისგან , ხოლო მათი შემადგენლობიდან ნაკრების მწვრთვნელთა შერჩევით მოხდება საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება სამივე ასაკობრივ ჯგუფში (დიდები , ახალგაზრდები , ჭაბუკები ) .
2. ერთ წონით კატეგორიაში შეიძლება ნაკრებ გუნდში შეირჩეს 2 ან მეტი სპორტსმენი , ხოლო მათგან მოხდება ყოველი შეჯიბრის წინა მოსამზადებელ პერიოდში იმ სპორცმენის გამოვლენა ვინც მონაწილეობას მიიღენს ჩემპიონატზე აღნიშნულ წონით კატეგორიაში .

2. რომელ წონით კატეგორიაშიც მოხდება სპორტსმენის აყვანა ეროვნულ ნაკრებ გუნდში (ერთი წლის პერიოდით , შემდგომ წლის ეროვნულ ჩემპიონატამდე ) იგი ვალდებულია შეინარჩუნოს მასზედ გათვლილ წონით კატეგორია , ხოლო წონითი კატეგორიის შეცვლის შემთხვევაში შესაძლოა იგი აღარ განიხილებოდეს ეროვნული ნაკრებიში ( პირველ ნომრად ). აღნიშნული ნორმა არ ეხებათ ჭაბუკების ნაკრებ გუნდს .

3. ნაკრების წევრი სპორტსმენი უნდა ფლობდეს როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული კუკივონის შავი ქამარს (პუმი , დანი) .

4. ეროვნული ნაკრების წევრები , ნაკრებში გამოძახებულები იქნებიან ყოველი შეჯიბრის ან სპორტული ღონისძიების მოსამზადებელ ვარჯიშებზე და შეკრებებზე , ხოლო დანარჩენ პერიოდში ისინი მომზადებას აგრძელებენ თავიანთ კლუბებში პირად მწვრთვნელთან , ნაკრების მწვრთვნელის მიერ მისთვის მიცემული პროგრამის მიხედვით .

5. ეროვნული ნაკრების წევრი სპორტსმენი ვალდებულია ნაკრებში გამოძახებისას დროულად გამოცხადეს ნაკრების მოსამზადებელ შეკრებაზე და უმიზეზოდ არ გააცდინოს საწვრთვნელი ვარჯიშები , ავადმყოფობის ან და ტრამვის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს ნაკრების მთავარ მწვრთვნელს .

6.კანდიდატი წევრები ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთვნელის გადაწყვეტილების შემთხვევაში შეიძლება პერიოდულად გამოძახებულნინ იქნებიან ნაკრებში (პრიპიტკებზე საწვრთვნელ შეკრებებზე ) სადაც მოხდება მათი დატესტვა და გადამზადება .

7. სპორტსმენს რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში აქვს მოპოვებული წარმატება , იმ შემთხვევაში თუ საპატიო მიზეზებით (ავამტყოფობის , ტრამვის ან ფედერაციის მიერ დაგეგმილ სხვა რომელიმე ღონისძიებაზე მომაწილეობის გამო ) ვერ გამოვიდა ეროვნულ ჩემპიონატზე (სადაც ხდება ნაკრების კანდიდატთა შერჩევა ) ნაკრების მთავარი მწვრთვნელის გადაწყვეტილებით ის გამოძახებული იქნეს ეროვნული ნაკრების დასაყენებელ პრიპიტკაზე .

8. ეროვნული ნაკრების წევრი სპორტსმენი შესაძლოა დათხოვნილი იქნას ნაკრებიდან და ჩამოერთვას ყველა ის პრივილეგია რაც მინიჭებული აქვს ეროვნულ ფედერაციისგან თუ:
- ის ხშირ შემთხვევაში დროულად არ გამოცხადდება ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ საწვრთვნელ ვარჯიშებზე ან შეკრებაზე .
- ის უმიზეზოდ სისტემატიურად აგვიანებს ან აცდენს საწვრთვნელ ვარჯიშებს .
- ის მაქსიმალურად არ იხარჯება წვრთვნების მსვლელობისას და ჩემპიონატებზე გამოსვლისას .
- ის მიზანმიმართულად არ ასრულებს ნაკრების მწვრთვნელთა მითითებებს და მოთხოვნებს.
- ის თავს აარიდებს რომელიმე სანაკრებო დონის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას .
- ის ვეღარ ინარჩუნებს იმსთვის განკუთვნილ წონთ კატეგორიას (რომელ წონით კათეგორიაშიც არის განხილული ნაკრებში ) .
- ის უხეშად არღვევს ეროვნული ფედერაციის წესდებას , კრიტერიუმს ან ტაეკვონდოში არსებულ ეთიკის ნორმებს.
- ის სპორტულ დარბაზში , სპორტულ ღონისძიებებზე , პრეზენტაციებზე და ვარჯიშებზე არ იცავს სპორტული ეთიკის ნორმები ან ახორციელებს ისეთი ქმედება რაც ზიანს აყენებს ფედერაციას და მის პრესტიჟს.
- ის დამოუკიდებლად ნაკრების მთავარ მწვრტვნელთან შეთანხმების გარეშე , იღებს რაიმე სახის პრეპარატების (წონის დამკლები , აღმდგენი ენერგეტიკები და ასე შემდეგ , ასევე თუ მან მიიღო რაიმე სახის დოპინგის შემცველი პრეპარატი .
- ის უარს ამბობს ხელი მოწეროს ეროვნულ ფედერაციასა და ნაკრებს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას .

9. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სპორტსმენი შეიძლება გაირიცხოს ნაკრები გუნდიდან , მასზედ განხორციელდეს ეროვნული ფედერაციის წესდებით გათვალისწინებული სანქციები . ან გაირიცხოს ფედერაციიდან .

10. სპორტსმენის მიერ ეროვნული ნაკრების ვადაზე ადრე ,გარიცხვისას ან საკუთარი ნებით დატოვების შემთხვევაში , ვალდებულია ეროვნულ ფედერაციაში არაუგვიანეს 15 დღის პერიოდში დაბრუნოს მასზედ რიცხული დროებით სარგებლობაში არსებული სავარჯიშო თუ მატერიალური ქონება , წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ფედერაცია მასზედ განახორციელებს სამართლებლივ დავას .



საკითხი # 3. მწვრთვნელთა მომზადება , გადამზადებისა , სერთიფიცირების და წლიური საწევრო შენატანის განსაზღვრა - მიღების თაობაზე;

დაადგინდა:
მწვრთნელთა მომზადება გადამზადების, სერთიფიცირების საკითხებზე, ასევე წლიური საწევრო შენატანის განსაზღვრასთან დაკავშირებით მიღებული იქნას შემდეგი გადაწყვეტილება:
ეროვნულმა ფედერაციამ წელიწადში მინიმუმ ერთხელ მოახდინოს მწრვთნელთა მომზადება-გადამზადება სერთიფიცირება .
მწვრთვნელთა სერთიფიკატი გაიცემა ერთ წლიანი ხანგრძლივობით და შესაბამისად მწვრთვნელებმა ყოველწლიურად უნად განაახლონ ეროვნული სამწვრთვნელო ლიცენზია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ჩაბარებით .
აღნიშნული სემინარის გავლა ყოველწლიურად სავალდებულო უნდა იყოს ყველა მწვთნელისათვის , მიუხედავა მათი კვალიფიკაციისა და სტატუსისა ( გარდა პ-პროფესიონალი კატეგორიის მწვრთვნელისა ) მწვრთვნელეთა სტატუსი უნდა დაიყოს კატეგორიების მიხედვით , სადაც კვალიფიკაციის მინიჭება განისაზღვრება მათ პრაქტიკულ და თეორიულ ტაეკვონდოს ცოდნით .
ასევე აუცილებლობად მიმაჩნია , რომ განხორციელდეს მწვრთვნელის ხელახალი რეგისტრაცია ეროვნულ ფედერაციაში მათი კატეგორიებად დაყოფვის აუცილებლობიდან გამომდინარე .
კატეგორიებს წარმოვადგენ შემდეგი სახით :
მე_ 3 კატეგორია : ,,უმცროსი მწვრთვნელი ""
მე_2 კატეგორია ,, მწვრთვნელი ""
მე_1 კატეგორია ,,უფროსი მწვრთვნელი ""
კატეგორია _პ ,, პროფესიონალი მწვრთვნელი "" .
3.1 მწვრთვნელმა (მოქმედმა თუ მწვრთვნელობის მსურველმა ) ეროვნულ ფედერაციის სამდივნოში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები :
- განცხადება პრეზიდენტის სახელზე ( განცხადების ბლანკი მოითხოვონ ეროვნული ფედერაციის სამდივნოში ან ნახონ საიტზე http://taekwondo.ge ) .
- ფოტო სურათი ¾_ზე 1_ცალი
- პირადობის ასლი
- ეროვნული კატეგორიის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი .
-საერთაშორისო კატეგორიის კვალიფიკაციის სერთიფიკატი .
-მწვრთვნელობის წლიური საწევრო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდილი ეროვნული ფედერაციის ანგარიშზე )

3.2 მე_3 კატეგორია ,,უმცროსი მწვრთვნელი"¬¬¬¬_ს სტატუსით სერთიფიცირებისათვის საჭიროა ეროვნული კატეგორიის მე_4 გიპი და ზემოთ კვალიფიკაცია ,რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოს ტაეკვინდოს ეროვნული ფედერაციის მიერ .

3.3 ,,უნცროსი მწვრთვნელი "" ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს რეგიონალური ფედერაციის მიერ გამართულ მწვრთვნელთა და სპორტსმენთა მომზადება გადამადების პროგრამაში , გამოიყვანოს სპორტსმენები ეროვნული ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში და საკვალიფიკაციო ტესტებში .

4.4 ,,უნცროსი მწვრთვნელი""_ს სტატუსის მქონე წევრის მომზადება გადამზადებას განახორციელდებს ეროვნული ფედერაცია პერიოდულად , მასზედ მაღალი ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე ინსტრუქტორის მიერ .

4.5 ,,უნცროსი მწვრთვნელი"_ს სტატუსით მოსარგებლე მწვრთვნელს უფლება აქვს გახსნას სპორტული წრეები , მოამზადოს მსურველები ტაეკვონდოში , დაარეგისტრიროს სპორტსმენები საქართველოში გამართულ სპორტულ ღონისძიებებზე და გაიაროს რეგისტრაცია საქართველოში გამართულ ჩემპიონატებზე მწვრთვნელის სტატუსით .

3.6 ,,უნცროსი მწვრთვნელი"_ს სტატუსი გაიცემა პირველ ეტაპზე ( უახლოვეს მწვრთვნელის სემინარემდე ) 3.1 პუნქტში მოთხოვნილი საბუთების ეროვნულ ფედერაციაში წარდგენის დღესვე , ,,უნცროსი მწვრთვნელის"_ს ასაკი უნდა აღემატებოდეს 19 წლელს .
3.7. მწვრთვნელთა წლიური შენატანი დადგინდეს შემდები სახით :
მე- 3¬¬ კატეგორია (დამწყები მწვრთვნელი)-20 ლარი
მე-2 კატეგორია (მწვრთვნელი) -30 ლარი.
მე_1 კატეგორია(უფროსი მწვრთვნელი) -30 ლარი
პ _ კატეგორია ( პროფესიონალი მწვრთვნელი ) თავისუფლდება ყოველწლიურ მწვრთვნელთა საწევრო გადასახადებისგან .

,,მწვრთვნელი "" მე_2 კატეგორია

4.7 ,, მწვრთვნელი"_ს ტესტებზე დაიშვება მხოლოდ ის მწვრთვნელი ვისაც უკვე აქვს ეროვნული ფედერაციაში უმცროსი მწვრთვნელის სტატუსი ან ფლობს ეროვნული კატეგორიის მინიმუმ მე_1 დანს .

4.8 ,, მწვრთვნელი""_ ს სტატუსი გაიცემა ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების სემინარზე ,შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ტესტების (პი_1დანის პროგრამის ) წარმატებით გავლის შემთხვევაში .

4.9 ,, მწვრთვნელს "" უნდა ქონდეს სპორტსმენებთან მუშაობის მინიმალური 2 წლიანი გამოცდილება მაინც და ყავდეს განსაზღვრული რაოდენობის (15 _წევრი) სპორტსმენეი რეგისტრირებული ეროვნული ფედერაციის შესაბამის შიდა რეესტრში , მათზე გაცემული პორტფოლიოთი (მოწმობით ) მწვრთვნელის ასაკი უნდა აღემატებოდეს 22 წელს.

7.10 ,,მწვრთვნელის"" სტატუსით რეგისრტირებულ მწვრთვნელის გადამზადებას პერიოდულად განახორციელებს ეროვნული ფედერაცია , მასზედ მაღალი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე მწვრთვნელის (პი_1 კატეგორიის ან პ_ პროფესიონალი მწვრთვნელის კატეგორიის მქონე ) ან უცხოეთიდან მოწვეული მაღალი რანგის სპეციალისტები მიერ .

7.11 ,, მწვრთვნელს " იმ შემთხვევაში თუ მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების სემინარზე აღმოჩნდება , რომ მისი ცოდნა ვეღარ აკმაყოფილებს 2_კატეგორიის მწვრთვნელის ცოდნას , შეიძლება დაუქვეითდეს მწვრთვნელის კატეგორია .

4.11 ,, მწვრტვნელი" ვალდებულია ეროვნული ფედერაციის ანგარიშზე დროულად გადაიხადოს ყოველწლიური საწევრო მოსაკრებელი თანხის , მის სტატუსზე განსაზღვრული თანხის რაოდენობის მიხედვით .
4.12 ,,მწვრთვნელი""_ს სტატუსის მქონე მწვრთვნელს (თუ მისი სპორტსმენები აყვანილნი არიან ეროვნულ ნაკრებში ) შესაძლოა განხილული იყვნენ ეროვნული ფედერაციის მწვრთვნელთა კომიტეტის წევრებად , ასევე ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებ გუნდში დამხმარე მწვრთვნელად , ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

4.13 ,,მწვრთვნელს"" უფლება აქვს მოითხოვოს გაიაროს რეგისტრაცია საერთაშორისო სარეგისტრაციო პროგრამაში (გალზე) უფლება აქვს დარეგისტრირდეს G კატეგორიის ჩემპიონატებზე მწვრთვნელის სტატუსით .

,,უფროსი მწვრთვნელი"" პი_1 კატეგორია

4.14 ,, უფროსი მწვრთვნელი"_ს სერთიფიცირებაზე დაიშვება მხოლოდ ის მწვრთვნელი ვისაც უკვე მიღებული აქვს ეროვნულ ფედერაციაში ,, უნცროსი მწვრთვნელის "" ან ,,მწვრთვნელის" სტატუსი და ფლობს ეროვნული კატეგორიის მინიმუმ მე_2 დანის კვალიფიკაციას .
4.15 ,, უფროსი მწვრთვნელი""_ ს სტატუსი გაიცემა ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების სემინარზე ,შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ტესტების (მე_2 დანის პროგრამის ) წარმატებით გავლის შემთხვევაში .

4.16 ,, უფროსი მწვრთვნელს "" უნდა ქონდეს სპორტსმენებთან მუშაობის სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილება და ყავდეს განსაზღვრული რაოდენობის (20 წევრი) სპორტსმენეი მაინც რეგისტრირებული ეროვნული ფედერაციის შესაბამის შიდა რეესტრში ,მათზე გაცემული უნდა იყოს ეროვნული ფედერაციის პორტფოლიო (პასპორტი).

4.17 ,,უფროსი მწვრტვნელი" ვალდებულია ეროვნული ფედერაციის ანგარიშზე გადაიხადოს ყოველწლიური საწევრო მოსაკრებელი თანხის , მის კატეგორიაზე განსაზღვრული თანხის რაოდენობის შესაბამისად .

4.18 ,,უფროსი მწვრთვნელის"" სტატუსით სარგებლობა შეუძლია იმ წევრს ვისაც უკვე აქვს ეროვნულ ფედერაციაში მწვრთვნელობის მინიმუმ 4 წლიანი ნაყოფიერი მუშავობის გამოცდილება , მისი ასაკი უნდა აღემატებოდეს 25 წელს.

4.19 ,,უფროსი მწვრთვნელი""_ს სტატუსის მქონე მწვრთვნელი შესაძლოა დაინიშნოს , ეროვნულ ფედერაციაში არსებულ კომიტეტებში ხემძღვანელად .

4.20 ,,უფროსი მწვრთვნელი "" შეიძლება დანიშნული იქნას ეროვნულ თუ ახალგაზრდული ნაკერბის მწვრთვნელად ,იმ შემთხვევაში თუ მისი აღზრდილი სპორტსმენები აყვანილნი იქნებიან ეროვნულ ნაკრებ გუნდში (დიდებში)და გამოირჩევიან წარმატებებით , ასევე ის თუ ნაყოფიერად თანამშრომლობს ეროვნულ ფედერაციასთან .

4.21,, უფროსი მწვრთვნელი""_ს სტატუსის მქონე მწვრთვნელი შესაძლოა განხილული იქნას ტაეკვონდოში რეგიონალური გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე .

4.22 უფროსი მწვრთვნელის სტატუსით მოსარგებლე მწვრთვნელს უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია საერთაშორისო სარეგისტრაციო პროგრამა (გალზე) და დარეგისტრირედეს როგორც G კატეგორიის ჩემპიონატებზე ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მწვრთვნელის სტატუსით .

4.23 ,,უფროსი მწვრთვნელი""_ს კატეგორიის მწვრთვნელის გადამზადებას მოხდენს მასზედ მაღალი ( პ_პროფესიონალი კატეგორიის ) კვალიფიკაციის მქონე მწვრთვნელი და ასევე მათი მომზადება გადამზადება განხორციელდება უცხოეთიდან მოწვეული მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტაეკვონდოს ოსტატების მიერ .

4.24 ,, უფროსი მწვრთვნელი " იმ შემთხვევაში თუ მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების სემინარზე აღმოჩნდება , რომ მისი ცოდნა ვეღარ აკმაყოფილებს პი_1 კატეგორიის მწვრთვნელის ცოდნას , შეიძლება დაუქვეითდეს მწვრთვნელის კატეგორია .


პ_კატეგორია ,,პროფესიონალი მწვრთვნელი ""

4.25 ,, პროფესიონალი მწვრთვნელი"_ს ( პ_ კატეგორიის) სერთიფიცირებაზე დაიშვება მხოლოდ ის მწვრთვნელი ვისაც უკვე აქვს ეროვნული ფედერაციის ,,უფროსი მწვრთვნელი""_ს სტატუსი და ფლობს მინიმუმ მე_3 დანს , რომელიც რეგისტრირებული იქნება ეროვნული ფედერაციის საკვალიფიკაციო შიდა რეესტრში.

4.26 ,, პროფესიონალი მწვრთვნელი"__ ს კატეგორიის სტატუსი გაიცემა ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების სემინარზე ,შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ტესტების , მე_3 დანის და ზემოთ პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში .

4.27 ,, პროფესიონალი მწვრთვნელ"_ს უნდა ქონდეს სპორტსმენებთან მუშაობის და ეროვნულ ფედერაციასთან ნაყოფიერი მუშავობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება , მისი ასაკი უნდა აღემატებოდეს 27 წელს.

7.28 ,, პროფესიონალი მწვრთვნელი" სტატუსის მწვრთვნელმა პერიოდულად , 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების სემინარი .

7.29 ,, პროფესიონალი მწვრთვნელს " იმ შემთხვევაში თუ მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების სემინარზე აღმოჩნდება , რომ მისი ცოდნა ვეღარ აკმაყოფილებს პ_კატეგორიის მწვრთვნელის ცოდნას , შეიძლება დაუქვეითდეს მწვრთვნელის კატეგორია .

4.30 მხოლოდ ,,პროფესიონალი მწვრთვნელი""_ს მომზადება გადამზადება მოხდება , ტაეკვონდოს საერთაშორისო ორგანიზაცია კუკკივონის მასტერ კლასზე ან მსოფლიოს ტაეკვონდო_ს მიერ გამართულ მწვრთვნელთა მომზადება გადამზადების სემინარზე ეროვნული ფედერაცია .
4.31,, პროფესიონალი მწვრთვნელი"_ს სტატუსით სარგებლობა შეუძლია იმ წევრს ვისაც უკვე აქვს ეროვნულ ფედერაციაში მწვრთვნელობის მინიმუმ 7 წლიანი ნაყოფიერი მუშავობის გამოცდილება .

4.32 ,, პროფესიონალი მწვრთვნელი"_ს სტატუსის მქონე მწვრთვნელი შესაძლოა განხილული იყოს ეროვნული ფედერაციაში სხვადასხვა კომიტეტის წევრად და ხელმძღვანელ თანამდებობებზე .

4.33 ,,პროფესიონალი მწვრთვნელი "" შეიძლება დაინიშნოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთვნელებად და მთავარ მწვრთვნელად ეროვნულ ფედერაციაში .

4.34 ,,პროფესიონალი მწვრთვნელი"" შესაძლოა დაინიშნოს რეგიონალური გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელად , მასვე შესაძლოა მიეცეს უფლება ქამრების (1 დანამდე ) საკვალიფიკაციო გამოცდების მიღება , ასევე მწვრთვნელთა მომზადება გადამზადება და მათზე სამწვრთვნელო კატეგორიების გაცემა , (გარდა ,,პ "" კატეგორიისა ) .

4.35 ,, ყველა კატეგირიის მწვრთვნელის (გარდა ,,პროფესიონალი მწვრთვნელის"" კატეგორის) სტატუსის მქონე ვალდებულია პერიოდულად , მინიმუმ წელიწადში ერთხელ გაიაროს მომზადება გადამზადების სემინარი ეროვნულ ფედერაციაში და განაახლოს ყოველწლიური ლიცენზია .

4.36 ყველა კატეგორიის მწვრთვნელი , რომელიც არ გამოცხადდება ეროვნული ფედერაციის ყოველწლიურ მწვრთვნელის მომზადება გადამზადების სემინარზე და არ გაივლის სერთიფიცირებას , მას შესაბამისად ერთი საფეხურით დაუქვეითდება მწვრთვნელის სტატუსი .

4.37 მწვრთვნელის სტატუსი შესაძლოა გაუქმდეს და ჩამოერთვას მწვრთვნელს , იმ შემთხვევაში თუ მისი საქმიანობა და კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს , ან თუ მწვრთვნელი არღვევს ეროვნული ფედერაციის წესდებას და მოქმედ კრიტერიუმებს და სტანდარტებს ასევე თუ გადახდილი არ აქვს ეროვნულ ფედერაციის საბანკო ანგარიშზე მწვრთვნელის ყოველწლიური მოსაკრებელი თანხა .

4.38 მწვრთვნელი არ უნდა იყოს ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებული , არ უნდა იყოს ნასამართლევი ან სამართალში მიცემული, ის უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი , გაწონასწორებული , მოწესრიგებული და კარგი რეპუტაციის მქონე როგორც ფედერაციაში ასევე საზოგადოებაში .

4.39 ვალდებულია ეროვნულ ფედერაციაში მოთხოვნის შემთხვევაში ყველა კატეგორიის მწვრთვნელმა წარადგინოს ( 4.38 პუნქტში ) აღნიშნული კვლევის ცნობა გაცემული შესაბამისი სამსახურის მიერ .

4.40 მხოლოდ შემდეგი კატეგორიის მქონე მწვრთვნელებს მიეცემათ უფლება გაიარონ რეგისტრაცია საერთაშორისო სარეგისტრაციო პროგრამებში გალზე : (მე_2 კატეგორია მწვრთვნელი"" , პი_1 კატეგორია უფროსი მწვრთვნელი"" , პ_კატეგორია პროფესიონალი მწვრთვნელ) .

საკითხი # 4. ფედერაციაში ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაცია კუკივინის კვალიფიკაციის (გუპის, პუმის, დანის) რეგისტრაცია და თანხის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
დაადგინდა:
ფედერაციაში ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაცია კუკივინის კვალიფიკაციის
(გუპის, პუმის, დანის) რეგისტრაციასთან და თანხის ოდენობის განსაზღვრასთან. დაკავშირებით მიღებული იქნას შემდეგი გადაწყვეტილება:

1. ეროვნულ ფედერაციაში აღიარება უნდა მიეცეს მხოლოდ ეროვნული ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის მიერ მიღებულ და გაცემული ქამრის კვალიფიკაციას , აღიარება მიეცეს და შიდა საკვალიფიკაციო რეესტრში დარეგისტრირდეს მხოლოდ ის კვალიფიკაცია რომელიც მიღებული და გაცემული ექნება ეროვნული ფედერაციის ტექნიკურ საბჭოს მიერ, ხოლო ყველა ის დანის კვალიფიკაცია რომელიც გაიცემა და მიღებული იქნება ეროვნული ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის გვერდის ავლით , არ მოხდეს რეგისტრაცია ეროვნული ფედერაციის კვალიფიკაციის შიდა რეესტრში და არ მიეცეს მას აღიარება ეროვნულ ფედერაციაში .
ასევე აუცილებელია საქართველოში ტაეკვონდოს განვითარების კუთხით პირველ პლანზე ამოიწიოს ეროვნული ფედერაციის მიერ მიღებულმა და გაცემულმა , ეროვნული კატეგორიის ქამრის კვალიფიკაციამ , ხოლო შემდეგ მეორე ეტაპზე მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაცია კუკივონის კვალიფიკაციის გაცემა , ის წევრები რომლებიც არ დაემორჩილებიან ამ მოთხოვნებს და შეეცდებიან მიღებული გადაწყვეტილების იგნორირებას , მათზე განხორციელდეს წესდებით გათვალისწინებილი სანქციები ან მასზედ გაცემულ კვალიფიკაციას არ მიეცეს აღიარება ეროვნულ ფედერაციაში მანამ სანამ არ მოახდენენ ტექნიკურ კომიტეტთან შესაბამისი კვალიფიკაციის ცოდნის გადაბარებას და ასევე სანამ მათზე არ გაიცემა ეროვნული კატეგორიის შესაბამისი კვალიფიკაცია .
აღნიშნული ნორმის მიღების აუცილებლობას საბუთდება იმით , რომ დღეს ეროვნულ ფედერაციაში გვევლინება მწვრთვნელები რომლებსაც აქვთ მაღალი დანის ქამრები , თუმცა მათი ცოდნა ვერ ასახავს ქამრის ხარისხს , ვინაიდან მათ აღნიშნული ქამარი მიღებული აქვთ ყოველგვარი სატესტო გამოცდების გავლის გარეშე , დაუმსახურებლად, თანხის გადახდით, რაც აკნინებს ტაეკვონდოს როლს და მის განვითარებას საქართველოში .
აქედან გამომდინარე გამგეობა ვალდებულია ტაეკვონდოს პოპულარობისთვის და საქართველოში მისი კიდევ უფრო განვითარებისთვის მიღებული იქნეს აღნიშნული ნორმა , რაგან შესაბამისი ცოდნის საფუძველზე გაიცეს კვალიფიკაცია მხოლოდ ეროვნული ფედერაციის მიერ , შესაბამისი ტესტის მაღალ დონეზე ჩაბარების შემთხვევაში .
ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ საქართველოში მხოლოდ ეროვნულ ფედერაციას და ფედერაციის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს კავალიფიკაციის მინიჭება .

2. საკვალიფიკაციო გამოცდების თანხა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით :

1. გამოცდები ფერად ქამრებზე გუპი 5 ლარი. (პორტფოლიოს არ ქონის შემთხვევაში)
2. შავი ქამარი1_ დანი ეროვნული ფედერაციის 50 ლარი.
3. კუკივონის 1_დანი 70 აშშ $ ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში .
4. შავი ქამარი 2_დანი ეროვნული ფედერაციის 70 ლარი.
5. კუკივონის 2_დანი 80 აშშ $ ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
6. შავი ქამარი 3_დანი ეროვნული ფედერაციის 100 ლარი .
7. კუკივონის 3_დანი 120 აშშ $ ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
8. შავი ქამარი 4_დანი ეროვნული ფედერაციის 120 ლარი.
9. კუკივონის 4_დანი 160 აშშ $ ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
10. შავი ქამარი 5_დანი ეროვნული ფედერაციის 150 ლარი.
11. კუკივონის 5 _დანი 200 აშშ $ ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
12. შავი ქამარი 6_დანი ეროვნული ფედერაციის 200 ლარი.
13. კუკივონის 6_დანი 250 აშშ $ ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.
14. შავი ქამარი 7_დანი ეროვნული ფედერაციის 400 ლარი.
15. კუკივონის სერთიფიკატი 7_დანი 350 აშშ $ ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
16. პორტფოლიო 20 ლარი

აღნიშნული ნორმა ძალაში შედის 2019 წლი 2 ოქტომბრიდან .






FaceBook Twitter Google
Fb Recomend