დოკუმენტები
საქართველოს ჩემპიონატი ტაეკვონდოში - დებულება
ნახვების რაოდენობა : 291
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაეკვონდოში
დებულება
30ნოემბერი - 1 დეკემბერი
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის და
საორგანიზაციო კომიტეტის სახელით ნება მაქვს მოგიწვიოთ,საქართველოს ტაეკვონდოს
ეროვნულ ფედერაციაში შემავალი რეგიონალური ფედრაციების და კლუბების ყველა წევრი და სპორტსმენი, საქართველოს ეროვნულ ჩემპინატზე ტაეკვონდოში, რომელიც გაიმართება
ქალაქ თბილისში.
1. ჩემპიონატის მიზანი: მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება. ცხოვრების
ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ტაეკვონდოს პოპულარიზაცია. საქართველოს ტაეკვონდოს
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების კანდიდატთა შერჩევა და შერჩეული სპორტსმენებიდან ნაკრების გუნდების დაკომპლექტება.
2. შეჯიბრების ჩატარების ადგილი და დრო:
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაეკვონდოში ჩატარდება 2019 წლის
30 ნოემბერს და 1 დ ეკემბერს ქ. თბილისში ჯ.ბალანჩინის #9, ოლიმპიური ქალაქი - ფრენბურთის არენა.
29 ნოემბერი
17.00-19.00 რეგისტრაცია და აწონვები კადეტების, პინების, იუნიორების და სენიორების.
30 ნოემბერი
09.20 მწვრთნელთა და მსაჯთა სემინარი.
10.00 სპორტული ორთაბრძოლები
14.00 შესვენება.
15.00 სპორტული ორთაბრძოლები
19.00 ასპარეზობის დღის დასრულება.
1 დეკემბერი
10.00 სპორტული ორთაბრძოლები
14.00 შესვენება.
15.00 სპორტული
19.00 ასპარეზობის დასრულება
ზუსტი განრიგი ( რომელ კატეგორიას როდის უწევს გამოსვლა) გამოცხადდება კენჭისყრის შემდეგ.
შესაძლებელია, გადაიწიოს დაწყების და დასრულების დრო.
3. ჩემპიონატის ორგანიზატორები
შეჯიბრების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული
ფედერაცია.
4. მსაჯთა კოლეგია
შეჯიბრებას იმსაჯებენ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა
ბრიგადა.
5. შეჯიბრების ჩატარების სისტემა
შეჯიბრება ჩატარდება პირად პირველობაში, მსოფლიო ტაეკვონდოს ჭ.თ.-ს მიერ
აღიარებული წესების თანახმად. შეხვედრების ხანგრძლივობა კადეტებში და იუნიორებში -
1 წუთი, სამი რაუნდი, შესვენება რაუნდებს შორის 30 წამი. დიდებში სამი რაუნდი 2 წუთი, შესვენება რაუნდებს შორის 1 წუთი.
შეჯიბრება ჩატარდება ორ - A და B კატეგორიებად. A კატეგორიაში მონაწიელობას
მიიღებენ: კადეტები - IV გუპი და ზემოთ, იუნიორები - II გუპი და ზემოთ, დიდები შავი ქამრის მფლობელი სპორტსმენები, ხოლო B კატეგორიაში, ყველა დანარჩენი .
6. წონითი და ასაკობრივი კატეგორიები
კადეტები, 2006-2007-2008 წელში დაბადებულები .
ვაჟები: (-33კგ;-37კგ;-41კგ;-45კგ;-49კგ;-53კგ;-57კგ;-61კგ;-65კგ; 65კგ+)
გოგონები: (-29კგ;-33კგ;-37კგ;-41კგ;-44კგ;-47კგ;-51კგ;-55კგ;-59კგ; 59კგ+)
იუნიორები, 2003-2004-2005 წელში დაბადებულები
ვაჟები: (-45კგ;-48კგ;-51კგ;-55კგ;-59კგ;-63კგ;-68კგ;-73კგ;-78კგ; 78კგ+)
გოგნები: (-42კგ;-44კგ;-46კგ;-49კგ;-52კგ;-55კგ;-59კგ;-63კგ;-68კგ; 68კგ+)
დიდები, 2002 - 1991 წელს დაბადებულები.
ვაჟები: -54კგ;-58კგ;-63კგ;-68კგ;-74კგ;-80კგ;-87კგ-+87
გოგონები: -46კგ;-49კგ;-53კგ;-57კგ;-62კგ;-67კგ;-73კგ+73
ბავშვები ( პინები ) 2011-2012. წლებში დაბადებულნი .
ვაჟები:(-21კგ;-23კგ;-25კგ;-27 კგ-29კგ;-31კგ;-33კგ;-36კგ;-40კგ; 40+კგ)
გოგონები:(-21კგ;-23კგ;-25კგ;-27 კგ-29კგ;-31კგ;-33კგ;-36კგ;-40კგ; 40+კგ)
ბავშვები ( პინები ) 2009-2010. წლებში დაბადებულნი .
ვაჟები:(-27კგ;-30კგ;-33კგ;-36 კგ-40კგ;-44კგ;-48კგ;-52კგ;-57კგ; 57+კგ)
გოგონები:(-27კგ;-30კგ;-33კგ;-36 კგ-40კგ;-44კგ;-48კგ;-52კგ;-57კგ; 57+კგ)
გუნდებში და წონებში სპორტსმენთა რაოდენობა არაა შეზღუდული.
7. რეგისტრაცია და აწონვები
შეჯიბრში მონაწიელობა შეუძლია, ეროვნულ ფედერაციაში რეგისტრირებულ
ყველა წევრს, ვისაც გააჩნია ფედერაციის მიერ გაცემული საკვალიფიკაციო ქამარი - მეოთხე გუპი და ზემოთ.
რეგისტრაცია და აწონვები ჩატარდება 29 ნოემბერს, 17.00 სთდან 19.00 სთ.-მდე.
ქ.თბილისი, ოლიმპიური პარკი , ფრენბურთის არენა. დასაშვებ წონაზე გადამეტებით წონის დაშვება არ არის.
წონის ვერ ჩაბარების შემთხვევაში აწონვების დროის პერიოდში სპორტსმენს მიეცემა საშუალება კიდევ ერთხელ ჩააბაროს წონა. წონის ვერ ჩააბარების შენთხვევაში სპორტსმენი მოიხსნება ასპარეზობიდან, ან დაშვებული იქნება მაღალ წონაში პირადი მწვრთნელის, ან გუნდის ხელმძღვანელის თანხმობით. დაგვიანებული გუნდები და სპორტსმენები არ დაიშვებიან რეგისტრაციაზე, აწონვებზე და შესაბამისად ასპარეზობაზეც.
8. დოკუმენტაცია
აწონვებამდე განაცხადის შემომტანმა ფედერაციამ ან კლუბმა, ელექტრონულად
განაცხადთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ეროვნული ფედრაციის ან საერთაშორისო ორგანიზაცია - "კუკივონის" 
მიერ გაცემული მოთხოვნილი შესაბამისი საკვალიფიკაციო საფეხურის (ქამარი)
დამადასტურებელი სერთიფიკატი , სპორტსმენის დაბადების მოწმობა (ორიგინალი), ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ორიგინალი) . წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენი არ დაიშვება ასპარეზობაზე.
9. შეჯიბრების ჩატარების პირობები:
შეჯიბრება ჩატარდება მსოფლიოს ტაეკვონდოს ჭ.თ.-ს მიერ აღიარებულ წესების მიხედვით. ორთაბრძოლების მსაჯობა იქნება სრულად ელექტრონული
სისტემით. ყველა სპორტსმენი ვალდებულია ორთაბძოლის დაწყებისას ეცვას: ტაეკვონდოს ფორმა (დობოკი), ხელის დამცავები, წვივის დამცავები, ნიჟარა, ხელთათმანები, დამცავი ქუდი, დამცავი ჟილეტი და კაპა. წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენი მოიხსნება ორთაბრძოლიდან და აღარ მოხდება ორთაბრძოლის გადათამაშება (თუ მისი რიგითობის გასვლის შემდეგ შეძლებს ამუნიციის სრულად
ჩაცმას).სპორტსმენებმა უნდა იქონიონ საკუთარი კაპა, ტაეკვონდოს ფორმა, ნიჟარა, წვივისა და ხელის დამცავები და ფეხის დაედოს სენსორული წინდა. პირადი ამუნიციით სპორტსმენების მომარაგება არ მოხდება ჩემპიონატის ორგანიზატორების მიერ. თუ რომელიმე წონით კატეგორიაში არ იქნება მინიმუმ 4 სპორტსმენი, ეს კატეგორია გაუქმდება და შეჯიბრზე მოსვლამდე იქნება მწვრთნელი ან გუნდის ხელმძღვანელი ინფორმირებული.
10. მწვრთნელები რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ეროვნული ფედერაციის 2019 წლის მწვრთნელთა რეესტრში, არ ექნებათ უფლება, სპორტსმენებს გაყვნენ სეკუნდანტად ( რეგისტრაციისთვის საჭიროა, ეროვნული ფედერაციის მწვრთვნელთა შიდა რეესტრის სარეგისტარციო დოკუმენტის შევსება, რომელიც დაიგზავნება დებულებასთან ერთად).
11. განაცხადი
განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონულად word - ში ან PDF-ში, შემდეგ  
ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
განაცხადის ბოლოში მიუთითეთ, გუნდის ხელმძღვანელის სახელი, გვარი,
ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა E-MAIL. განაცხადის შემოტანის 2019 წლის 27 ნოემბერი. ვადის გადაცილების შემთხვევაში განაცხადები აღარ მიიღება. ასევე აღარ მოხდება ჩასწორებები უკვე მიღებულ განაცხადში. განაცხადში გარკვევით მიუთითეთ სპორტსმენის სახელი, გვარი, დაბადების წელი და ზუსტი წონა. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელს, გიორგი რიჟამაძეს. ტელ: 577593648.
12. დაჯილდოვება
საპრიზო ადგილებია I, II, და ორი III ადგილი. გამარჯვებული სპორტსმენები
დაჯილდოვდებიან მედლებით და სიგელებით. A კატეგორიაში, საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, განიხილებიან ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდის კანდიდატებად და შემდგომ, მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, მათგან მოხდება ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების დაკომპლექტება.
13. შეჯიბრების ხარჯები
სპორტსმენების მივლინების და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს
მიმვლინებელი ორგანიზაცია.
შეჯიბრების ჩატარების ხარჯებს (დარბაზის მომსახურეობა, საორგანიზაციო
საკითხები, მსაჯები, მედპერსონალი და გამარჯვებულთა დაჯილდოვება) უზრუნველყოფს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია. სპორტსმენის შეჯიბრებაზე მონაწილეობისას, ორგანიზატორი არაა პასუხისმგებელი სპორტსმენის ტრამვისა და
უბედური შემთხვევის დროს.
14. სპორტსმენი, რომელ წონაშიც გამოვა საქართველოს ჩემპიონატზე , ნაკრებში მოხვედრის შემთხვევაში , შემდეგ საქართველოს ჩემპიონატემდე მხოლოდ იმავე წონით კატეგორიაში იქნება განხილული ნაკრები გუნდში.
15. ეროვნული ნაკრების წევრი, თუ საპატიო მიზეზებით ვერ იღებს მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე იგი შესაძლოა განხილული იყოს ნაკრები გუნდის კანდიდატად .
FaceBook Twitter Google
Fb Recomend