ტრენინგები მწვრთნელებისთვის
ნახვების რაოდენობა : 879
4-8 სექტემბერს  საერთაშორისო ორგანიზაციის "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში ტრენინგები. პროექტის მიზანი იყო მწვრთნელებისთვის სპორტის სოციალური მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გადამზადება. ტრენინგის განმავლობაში მიცემული რჩევები მათ საშუალებას მისცემს ხელი შეუწყონ საქართველოში სპორტის სოციალური ფუნქციის განვითარებას სხვადასხვა  სახეობაში.ადგილობრივი მწვრთნელები იხელმძღვანელებენ საგანმანათლებლო პროგრამით სპორტულ მოედნებზე."Coaches Across Continents"    საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და "კლინტონის გლობალური ინიციატივის" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის მთავარი ამოცანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერაა. დღესდღეობით, "Coaches Across Continents" 40-მდე ქვეყანაში არსებულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კორპორაციებთან  და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრობლობს.  თანამშრობლობა ე.წ. "Hat-Trick Initiative"-ის ფარგლებში ხორციელდება.
"Coaches Across Continents"-თვის პრიორიტეტულ სოციალურ მიმართულებებს წარმოადგენს გენდერული თანასწორობა, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, კონფლიქტის პრევენცია და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის აქტიური ჩართულობა. ორგანიზაციის პრიორიტეტები ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებს.

FaceBook Twitter Google
Fb Recomend