მერაბ შუკაკიძის ბრინჯაო პოლონეთის G1 კლასის საერთაშორისო ტურნირზე
ნახვების რაოდენობა : 1737
2017 წლის 16-17 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ვარშავაში მიმდინარე G1_კლასის საერთაშორისო სარეიტინგო ჩემპიონატზე მერაბ შუკაკიძემ -68 კგ (უფროსები) წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა . მერაბმა პირველი ორთაბრძოლა 26-5 მოუგო საბერძნეთის წარმომადგენელს, მეორე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს 15-8, მესამე ორთაბრძოლაში კი ჰოლანდიელი სპორტსმენი დაამარცხა ოქროს ქულაზედამატებით დროში სამქულიანით. ნახერფინალში მას ბერძენმა სპორტსმენმა მოუგო (8_10). ტურნირში მონაწილეობას იღებდა ასევე ბადრი პაქსაშვილი -58 კგ (უფროსები) წონით კატეგორიაში, რომელსაც ნორვეგიელმა სპორტსმენმა მოუგო (12-14). ჩემპიონატში 41 ქვეყნის 759 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. გუნდს მწვრთნელის სტატუსით თან ახლავს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით ბაბუაძე.
FaceBook Twitter Google
Fb Recomend