საიუბილეო ღონისძიება (წარმატებულ ტაეკვონდოისტ მერაბ შუკაკიძეს სტიპენდია დაენიშნა)
ნახვების რაოდენობა : 2103
2017 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების 28 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები მათ შორის საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე სხვა სპორტსმენები დაესწრნენ. 

კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა მოწვეულ სტუმრებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით წარსდგა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში 19 ქართველ   სპორტსმენს დაენიშნა სტიპენდია,
რომელთაც საზეიმო  ვითარებაში შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცათ. 
ხაბელოვმა სტიპენდიანტებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სამი წლის შემდეგ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაცია ღირსეულად წარსდგება.


სტიპენდია დაენიშნა საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრების წევრს და წარმატებულ სპორტსმენს მერაბ შუკაკიძეს.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის.


FaceBook Twitter Google
Fb Recomend