ზურაბ კინწურაშვილი ბელგიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
ნახვების რაოდენობა : 931
2018 წლის 16-18 მარტს ბელგიაში G1 კლასის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის უფროსთა და იუნიორთა ნაკრებირები იღებდნენ მონაწილეობას.
შეჯიბრზე ზურაბ კინწურაშვილმა
(-51 კგ წონითი კატეგორია, იუნიორები) ხუთ ორთაბრძოლაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და პირველი ადგილი დაიკავა.
გუნდს მწვრთნელის სტატუსით თან ახლდა ეროვნული ფედერაციის მთავარი მწვრთნელი დავით ბაბუაძე.


FaceBook Twitter Google
Fb Recomend