ქართველი სპორტსმენების წარმატება კანადასა და პოლონეთში
ნახვების რაოდენობა : 384
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში და კანადის ქალაქ ვანკუვერში, 14-16 სექტმბერს, ტაეკვონდოში, G1 კლასის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდიც იყო წარმოდგენილი. ქართველმა სპორტსმენებმა ორივე ტურნირზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
კანადაში, ჩვენი ნაკრები, მხოლოდ ერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენლი. საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრმა 58კგ. წონით კატეგორიაში ბადრი პაქსაშვილმა 3 ბრძოლა მოიგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, თუმცა უნდა აღინოშნოს, რომ ფინალური შეხვედრის დროს მას ხელის ტრავმა გაუმწვავდა, რის გამოც ფინალურ ორთაბრძოლა ნაადრევად შეწყდა, თორემ ბადრის სპორტული ფორმით და გამართული შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, ტურნირის გამარჯვებულ მექსიკელ სპორტსმენს ძალიან მძიმე ბრძოლა ელოდა წინ.
პოლონეთში ჩვენი გუნდი 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
1. ზურაბ კინწურაშვილი 51კგ ( იუნიორი)
2. ლუკა გელდიაშვილი 63კგ. ( იუნიორი)
3. ბექა ქავთარაძე 63კგ.
4. არშაკ კირაკოსიანი 68კგ.
5. მერაბ შუკაკიძე 68კგ
ხუთი სპორტსმენიდან ორმა, ზურაბ კინწურაშვილმა და ბექა ქავთარაძემ, უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვება შეძლეს. ორივე მათგანმა ხუთ-ხუთი შეხვედრა გამართა და ყველა მათგანში ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ზურაბ კინწურაშვილს, ოქტომბერში ახლაგაზრდულ ოლიმპიადაზე უწევს გამოსვლა და იმედია, პოლონეთში მიღწეული გამარჯვება ოლიმპიადაზე მისაღწევი გამარჯვების საწინდარი იქნება.

FaceBook Twitter Google
Fb Recomend