საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები ლატვიაში, G1 კლასის საერთაშორის ტურნირზე მიემგზავრება
ნახვების რაოდენობა : 171

 

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები, 4 ოქტომბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში, G1 კლასის საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება.

 

აღნიშნული ტურნირი, 8-11 ნოემბერს, პოლონეთში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემიონატის ბოლო რეპეტიციაა.  როგორც ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ბაბუაძემ განაცხადა, გუნდმა, წარმატებით გაიარა მოსამზადებელი ეტაპი, შესაბამისად, სპორტსმენებისაგან მხოლოდ უმაღლეს შედეგებს უნდა ველოდეთ.

 

 

საქართველოს ნაკრები, რიგაში შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

 

1. ბექა ქავთარაძე - 63კგ.

2. არშაკ კირაკოსიანი - 68კგ.

3. ბადრი პაქსაშვილი - 58კგ.

4. ლიკა ტორონჯაძე -  53კგ

დავით ბაბუაძე მწვრთნელი

 

 

FaceBook Twitter Google
Fb Recomend