საქართველოს მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი ეწვევა
ნახვების რაოდენობა : 152
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ძალისხმევით , საქართველოს, ცნობილი კორეელი სპეციალისტი, მეექვსე დანის მფლობელი დუხვი ლი ეწვევა. კორეელი სპეციალისტი საქართველოში მინიმუმ 3 წელი დარჩება და ქართველ სპორტსმენებს დონის ამაღლებაში დაეხმარება. დუხვი ლი, იყო სხვადსხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
გარდა სამწვრთნელო მოღავწეობისა, მას აქვს საერთაშორისო არბიტრის კვალიფიკაციაც.

2017 წელს, მუჯუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ის წარმოდგენილი იყო როგორც არბიტრი. დუხვი ლის ასევე აქვს კვალიფიკაცია პუმსაში და კიურუგშიც.

დუხვი ლის საქართველოში ჩამოსვლა, იმ მრავალწლიანი შორმის შედეგია, რომელსაც საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია და მისი პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე ეწევიან.

კორეელი სპეციალისტის საქართველოში ყოფნის ხარჯებს, KUKKIWON-ი დაფარავს.

ვიმედოვნებთ, რომ კორეელი სპეციალისტის მიერ ჩატარებული სამუშაოები, ქართველი სპორტსმენების კვალიფიკაციას კიდევ უფრო გაზრდის და ხელს შეუწყობს მათ წარმატებას საერთაშორის ასპარეზზე.



FaceBook Twitter Google
Fb Recomend