8-9 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ნახვების რაოდენობა : 231
დიღომში მდებარე ფრენბურთის არენამ , საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ტაეკვონდოში უმასპინძლა. ტურნირი პირად პირველობაში A და B კატეგორიაში ჩატარდა. A კატეგორიაში მონაწილეობას შავი ქამრის მფლობელმა სპორტსმენებმა მიიღეს, რომელთაგან შეირჩევიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები. B კატეგორიაში კი მონაწილეობას მიიღო ყველა დანარჩენმა სპორტსმენმა.
ნაკრებისთვის შერჩეული სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების მწვრთნელების მეთვალყურეობით დაიწყებენ მზადებას ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. ეროვნულ ჩემპიონატს დაესწრო, მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი დუხვი ლი, რომელიც "კუკივონის" მიერ არის გამოგზავნილი საქართველოში და ეროვნულ ნაკრებთან მომავალი სამი წლის მანძილზე იმუშავებს.


ფოტო გალერეა


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაეკვონდოში - 2018

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტაეკვონდოში - დღე I - დაჯილდოვება



FaceBook Twitter Google
Fb Recomend