თბილისის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში
ნახვების რაოდენობა : 731
23-24 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სპორტ-კომპლექსში , ტაეკვონდოში, თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, თბილისის ტაეკვონდოს კლუბებში შემავალი სპორტსმენებმა, ათლეტებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან, აგრეთვე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები უცხოეთიდან (ირანი, აზერბაიჯანი, უკრაინა,).
ტურნირი ჩატარდა სხადასხვა წონით კატეგორიაში, ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წესდების მიხედვით.
შეჯიბრს დაესწრო ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი - დუხვი ლი, რომელიც 3 წელი იმუშავებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, ასევე მოამზადებს მწვრთნელებს და მსაჯებს.

შეჯიბრების ვრცელი ფოტო-გალერეა
FaceBook Twitter Google
Fb Recomend