მერაბ შუკაკიძის გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე
ნახვების რაოდენობა : 298

დასრულდა, მანჩესტერში მიმდინარე ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, მხოლოდ 1 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ქვეყნის ღირსებას, ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შუკაკიძე იცავდა. მერაბმა, პირველი ბრძოლა, იოლად მოიგო, თუმცა ბრძოლისას ფეხის ტრავმა მიიღო და მისი მეორე შეხვედრაში გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა სპორტსმენის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის მაინც გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ცალი ფეხით იბრძოდა, სულ მცირე დააკლდა გამარჯვებამდე. მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი გამარჯვებით, მერაბმა 12 სარეიტინგო ქულა მიიღო. მერაბის ფეხის ტრავმა, მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც მას 9-10 ივნისს, ავსტრიაში გასამართი G1 კლასის საერთაშორისო ტურნირის გამოტოვება მოუწვეს.

მერაბ შუკაკიძის გამარჯვების ვიდეო

 

FaceBook Twitter Google
Fb Recomend