სულხან ბაბუაძის შეხვედრები სხვადსხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან
ნახვების რაოდენობა : 126

მანჩესტერში მიმდინარე ტაეკვონდოს

მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სულხან ბაბუაძემ, შეხვედრები გამართა, სხვადსხვა ქვყენების ფედერაციების პრეზიდენტებთან. შეხვედრებისას, მხარეები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას და სამომავლო საურთიერთობო გეგმებზე საუბრობდნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, შეხვედრა საფრანგეთის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტთან - დენის ოჯოსთან, რომელმაც საფრანგეთში მიიწვია სულხან ბაბუაძე. შეხვედრისას დენის ოჯომ ფრანგი და ქართველი სპორტსმენების საერთო სამწვრთნელო შეკრების სურვილიც გამოთქვა. აღნიშნული შეხვედრები, საქართველოში ტაეკვონდოს განვითრებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 

FaceBook Twitter Google
Fb Recomend