შეხვედრა კორეის საუნივერსიტეტო ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტთან
ნახვების რაოდენობა : 439
დღეს, სამხრეთ კორეაში ვიზიტად მყოფი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე და გენერალური მდივანი ვლადიმერ გოგალაძე კორეის საუნივერსიტეტო ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტს - ლი კიონგ სუკს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლი კიონგ სუკთან, მიღწეული იქნა შეთანხმება და მისი კომპანია საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ტექნიკური სპონსორი იქნება და მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე გუნდებს ეკიპირებით უზრუნველყოფს.

ოქტომბერში, იგეგმება მისი საქართველოში ვიზიტი სადაც აღნიშნულ ხელშეკრულებას მოწერება ხელი.
FaceBook Twitter Google
Fb Recomend