ტაეკვონდოს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,კუკივონის" პრეზიდენტთან შეხვედრა
ნახვების რაოდენობა : 125
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე და გენერალური მდივანი ვლადიმერ გოგალაძე, "კუკივონის" პრეზიდენტის ჩო იუნგ რილის სახელით გამართულ ლანჩზე იყვნენ მიწვეული.

შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, ჩო იუნგ რილმა, სულხან ბაბუაძეს სხვადასხვა ღირსშესანიშანავობები პირადად დაათვალიერებინა.

პირად საუბრებში, ჩო იუნგ რილმა, გამოთქვა სურვილი საქართველოში სტუმრობისა. აგრეთვე, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციას აღუთქვა დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

სულხან ბაბუაძემ, პრეზიდენტს სამახსოვროდ ქართული ღვინო გადასცა, რომელმაც პრეზიდენტის დიდი მოწონება დაიმსახურა.
FaceBook Twitter Google
Fb Recomend