ქართველი მწვრთნელი "კუკივონის" ერთთვიან მასტერკლასზე
ნახვების რაოდენობა : 233
საქართველოს იუნიორთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი , გიორგი ბერაია, ერთი თვით, სამხრეთ კორეაში, ტაეკვონდოს გლობალურ სამწვრთნელო მასტერკლასზე გაემგზავრა. სემინარს გაუძღვებიან, მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელები. აღსანიშანვია რომ ქართველი მწვრთნელის დასწრება, მსგავს ტრენინგზე, პირველი შემთხვევაა. ქართველი მწვრთნელის წასვლაში, დიდი როლი შეასრულა საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ფედერაციამ, რომელმაც "კუკივონთან", არაერთგზის დააყენა ქართველი მწვრთნელების მსგავს ტრენინგზე დასრწრების აუცილებლობის საკითხი. ქართველი მწვრთვნელის მიღება "კუკივონის" მასტერკლასზე, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის შედეგია, აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ მასტერკლასზე დასწრებას სრულად აფინანსებს ტაეკვონდოს მმართველი ორგანიზაცია "კუკივონი". 24-31 ივლისს, სამხრეთ კორეაში ვიზიტად მყოფი, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია, პირადად ესაუბრა "კუკივონის" ხემძღვანელობას და მათგან მიიღო კიდეც მხარდაჭერა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი და სამომავლოდ, იგეგმება, ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში, ჩართულ წარმატებულ მწვრთვნელთა გადამზადების მეორე ეტაპი, რომელსაც ასევე "კუკივონი" დააფინანსებს.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, აგრძელებს საერთაშორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რაც ძალიან შეუწყობს ხელს, საქართველოში ტაეკვონდოს განვითარებას.

FaceBook Twitter Google
Fb Recomend