პირველად, ქართველი მწვრთნელი, ტაეკვონდოს გლობალურ სამწვრთნელო მასტერკლასზე
ნახვების რაოდენობა : 637
20 სექტემბერს, საქართველოს იუნიორთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი , გიორგი ბერაია, ერთი თვით, სამხრეთ კორეაში, ტაეკვონდოს გლობალურ სამწვრთნელო მასტერკლასზე გაემგზავრა. ჩვენ დავუკავშირდით გიორგის და მასტერკლასის შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვით:
- სავარჯიშო პროგრამა მიმდინარეობს მაღალ დონეზე, გათვალისწინებულია აბსოლუტურად ყველა დეტალი იმისათვის, რომ მწვრთნელებს არაფერში არ ეშლებოდეთ ხელი და ივარჯიშონ მხოლოდ განვითარებისთვის.
- რამდენი ქვეყანაა წარმოდგენილი და როგორი კატეგორიის მწვრთნელები?
- მასტერკლასზე წარმოდგენილია,57 ქვეყანა. უნდა ყოფილიყო 60 ქვეყნის წარმომადგენელი, როგორც გავიგეთ 3 მწვრთნელს ვიზასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემა. საერთო ჯამში ისეთი გარემოა რომ ყველას აქვს შანსი მიიღოს ძალიან დიდი ცოდნა.
- ვინ არიან ინსტრუქტორები ვინც ხელმძღვანელობს მასტერკლასებს?
- სიტყვა ინსტრუქტორები ცოტათი ლამაზად არ გამოდის, ვინაიდან ლექციებს და ვარჯიშებს გვიტარებენ პროფესორები, აკადემიკოსები, რომლებსაც ტაეკვონდოში 8-9 დანი აქვთ და მთელი ცხოვრება მიუძღვნეს ტაეკვონდოს. მსოფლიო ტაეკვონდოს აკადემიაში გავლილი ტაეკვონდოს ფუნდამენტურ ლექციებმა და პრაქტიკულმა ვარჯიშებმა, რადიკალურად შეცვალა ჩემი შეხედულება ამ სპორტულ სახეობაში და ეს შეძენილი ცოდნა რა თქმა უნდა გადავცე მომავალ თაობას. აქ მიღებულ ცოდნას, აუცილებლად გამოვიყენებ აღსაზრდელებთან მუშაობისას და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ეს დიდ შედეგს გამოიღებს და აქ მიღებული გამოცდილება ბევრ რამეში გამომადგება. აუცილებელია, საქართველოში, სპორტის ამ სახეობის განვითარება მრავალმხრივ. მაგალითად, საქართველოში, ტაეკვონდოს ერთი მიმართულება ვითარდება - ეს არის ორთაბრძოლა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა სპორტსმენები მონაწილეობენ, მაგრამ ტაეკვონდოს აქვს რამოდენიმე სხვა მიმართულებაც, სადაც ყველა ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩემი აქ ყოფნით ვცდილობ მივიღო შესაბამისი ოდნა და კვალიფიკაცია, რომ შემდეგ საქართველოში, აღსაზრდელებს და ჩემს მეგობრებს გავუზიარო. ბევრი მწვრთნელის ოცნებაა, მსგავს მასტერკლასზე დასწრება, მე ნამდვილად გამიმართლა. მე რომ დღეს აქ ვარ, ამისთვის, მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს ბნ. სულხან ბაბუაძეს, საქართველოში, "კუკივონის" მიერ გამოგზავნილ ინსტრუქტორს დუხვი ლის, და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციის გენერალურ მდივანს ბნ.ვლადიმერ გოგალაძეს ამ პიროვნებებმა დიდი სამუშაო გასწიეს იმისათვის, რომ საქართველოს წარმომადგენელი, ჩემი სახით მოწვეული ყოფილიყო მსოფლიო ტაეკვონდოს აკადემიაში. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ბნ.გოჩა კურდღელიას და ასევე ქ. ფოთის ა(ა)იპ სპორტის გაერთიანების დირექტორს ბნ. ბექა გუგუშვილს. მადლობა ყველას ვინც გულშემატკივრობს ჩემს აქ ყოფნას პატივისცემით გიორგი ბერაია.

მასალა მომზადებულია საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციის პრესასმსახურის მიერ

FaceBook Twitter Google
Fb Recomend