საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციასა და სამხრეთ კორეულ კომპანია - "ლაქი ლოანს" შორის, სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა
ნახვების რაოდენობა : 273
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციასა და სამხრეთ კორეულ კომპანია - "ლაქი ლოანს" შორის, ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია "ლაქი ლოანი" საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების სპორტსმენებს სრული ეკიპირებით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია რომ საქართველოში, ტაეკვონდოს არსებობის მანძილზე, პირველი შემთხვევაა როდესაც საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციას სპონსორი ჰყავს.
სპონსორობის შესახებ შეთანხმება, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის სამხრეთ კორეაში ვიზიტისას, შედგა.
როგორც კომპანია "ლაქი ლოანის" ხელმძღვანელმა ლი კიონგ სუმ აღნიშნა, მათთვის დიდი პატივია საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის სპონსორობა და იმედოვნებს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ხელშეკრულება, რომელიც ორი წლის ვადით გაფორმდა სამომავლოდ კიდევ უფრო გახანგრძლივდება.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სულხან ბაბუაძემ მადლობა გადაუხადა "ლაქი ლოანს" და მის ხელმძღვანელს ლი კიონგ სუს გაწეული თანადგომისთვის და იმედი გამოთქვა რომ მათი ნაბიჯი, იქნება გზავნილი სხვა კომპანიებისთვისაც.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, აგრძელებს მუშაობას საერთაშორის ასპარეზზე და სამომავლოდ კიდევ არაერთი სასიამოვნო სიახლით გაახარებს ტაეკვონდოს გულშემატკივრებს.


ფოტო-გალერეა
FaceBook Twitter Google
Fb Recomend