ქართველი მწვრთნელის დიდი წარმატება
ნახვების რაოდენობა : 1316
იუნიორთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი ბერაია, 20 სექტემბრიდან - 20 ოქტომბრამდე, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის და "Kukkiwon" - ის ინსტრუქტორის დუხვი ლის ხელშეწოყბით, სამხრეთ კორეაში, ტაეკვონდოს გლობალურ სამწვრთნელო მასტერკლასზე იმყოფებოდა. პროგრამის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილემ ჩააბარა საერთაშორის ოსტატის ლიცენზიის გამოცდა. სასიხარულოა რომ გიორგიმ წარმატებით შეძლო გამოცდის ჩაბარება და მას, "Kukkiwon" - საერთაშორის ოსტატის ლიცენზია მისცა.
აღსანიშნავია რომ გიორგი ბერაია, პირველია საქართველოში ვინც მსგავის ტიპის ლიცენზიის აღება შეძლო.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, ულოცავს გიორგი ამ წარმატებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.
FaceBook Twitter Google
Fb Recomend