საქართველოს ტაეკვონდოს ერონულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
ნახვების რაოდენობა : 396
2020 წლის 8 თებერვალს , საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა, სულხან ბაბუაძემ, თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ფედერაციის წესდების თანახმად ჩატარდა საერთო კრება/ყრილობა. არჩევნებზე, წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატურა, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის მოქმედი წევრი - თეიმურაზ მღებრიშვილი, რომლის კანდიდატურაც საქართველოს პარა-ტაეკვონდოს ფედერაციამ წარმოადგინა. ყრილობას, ხმის უფლების მქონე 11 წევრიდან 10 ესწრებოდა. არჩევნები ღია კენჭისყრით ჩატარდა და ყრილობის გადაწყვეტილებით თეიმურაზ მღებრიშვილი ერთხმად აირჩიეს.
ახალმა პრეზიდენტმა, პირველ რიგში, ყოფილ პრეზიდენტს სულხან ბაბუაძეს გადაუხადა მადლობა, გაწეული საქმიანობისათვის, მან აგრეთვე, გამოხატა, მადლიერება ყრილობის დელეგატების მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. თეიმურაზ მღებრიშვილმა აღნიშნა რომ ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობა, არის დიდი პატივი და გამოწვევა. ის გააკეთებს ყველაფერს რომ საქართველოში, ტაეკვონდოს განვითარებამ მაღალ სიმაღლეებს მიაღწიოს, საქართველოს დროშა, ყოველთვის წარმოდგენილი იყოს ოლიმპიურ თამაშებზე და ქართველმა სპორტსმენებმა არაერთ უმაღლესი დონის ჩემპიონატებზე, წარმატებით შეძლონ ასპარეზობა.
ვულოცავთ ბატონ თემურს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს და ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეს სამსახური.




FaceBook Twitter Google
Fb Recomend