ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის, მსაჯთა სემინარი
ნახვების რაოდენობა : 832
14-15 აგვისტოს , ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის, მსაჯთა სემინარი გაიმართა. სემინარს საერთაშორის კატეგორიის მსაჯი - მოჟგანი ფულადი უძღვებოდა.
" სემინარზე მსაჯები გაეცნობიან ტაეკვონდოს წესებში დანერგილ სიახლეებს, რომელიც უკვე გამოიყენება სხვადასხვა შეჯიბრებებზე. ქართველ მსაჯებს აქვთ ძალიან კარგი დონე, თუმცა მათ ესაჭიროებათ კიდევ უფრო მეტი პრაქტიკა, რათა გაიღრმავონ ცოდნა" - მოჟგან ფულადი
ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი რიჟამაძემ აღნიშნა რომ ეს სემინარი, დასაწყისია საგანმანათლებლო პროგრამისა რომლის განხორციელებაც იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს, ქართველი მსაჯების სამსაჯო დონის კიდევ უფრო გაზრდას.

| ბეჭდვა |