ევროპის ჩემპიონატი ( ოლიმპიურ წონებში)
ნახვების რაოდენობა : 412
10-11 დეკემბერს, ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში ევროპის ჩემპიონატი ( ოლიმპიურ წონებში) გაიმართა. საქართველოს ნაკრები ერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი - ბექა ქავთარაძე ( 68 კგ)
ბექას, რთული ბადე შეხვდა. მისი პირველი მეტოქე, მასპინძელი სადმირ ჰაბიბოვიჩი იყო, რომელსაც ბექამ დამაჯერებლად 29-19 მოუგო 

ბექა ქავთარაძე - სადმირ ჰაბიბოვიჩს 29-19 (ვიდეო)

ბექას მომდევნო მეტოქე, ფრანგი დილან ჩელამუტუ იყო, რომელთანაც სამწუხაროდ, ბექა 11-22 დამარცხდა, უნდა აღინიშნოს რომ დილან ჩელამუტუმ საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი აიღო, რაც მის სიძლიერეზე მეტყველებს.
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შოთა გოჩიაშვილის განცხადებით აღნიშნული ტურნირი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო, 2021 წლის იანვარში, ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებელი შეჯიბრებისთვის და აღნიშულ შეჯიბრებაზე ლიცენზიის მოპოვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრესამსახური

FaceBook Twitter Google
Fb Recomend