კადეტთა ევროპის ჩემპიონატი
ნახვების რაოდენობა : 400
12 დეკემბერს, ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში, კადეტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს - მათე გურეშიძე წარმოადგენდა ( 45კგ)
მათეს პირველი მეტოქე, სლოვაკი , რთული ბადე შეხვდა. მისი პირველი მეტოქე, სლოვაკ ჯაკა ბაბიჩს, ვადაზე ადრე, ქულების დიდი უპირატესობით 30-10 მოუგო

მათე გურეშიძე - ჯაკა ბაბიჩი 30-10 ( ვიდეო)

მათეს მომდევნო მეტოქე, პოლონელი მათეუს ჩრზანოვსკი იყო, რომელთანაც სამწუხაროდ, მათე 6-19 დამარცხდა

მათე გურეშიძე - მათეუს ჩრზანოვსკი 6-19 ( ვიდეო)

აღსანიშნავია რომ აღნიშნული ტურნირი მათეს პირველი საერთაშორის შეჯიბრება იყო და ცალსახად შეგვიძლია იმის თქმა რომ მან ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები. მათე პროგრესირებადი სპორტსმენია რაც იმის იმედს გვაძლევს რომ ის არაერთ დიდ გამარჯვებას ჩაიწერს აქტივში

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრესამსახური

FaceBook Twitter Google
Fb Recomend