ანა მაისურაძე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახდა
დიდი სიხარულით ვულოცავთ ანი მაისურაძეს, რომელმაც წარმატებით გაიარა ყველა საჭირო ეტაპი და ოფიციალურად გახდა ტაეკვონდოს მსაჯი! 
ეს წარმატება არის მისი შრომის, პასუხისმგებლობის, დისციპლინისა და ტაეკვონდოსადმი სიყვარულის შედეგი. მსაჯის სტატუსი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს — ის სამართლიანობის, ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის დიდი პასუხისმგებლობაა.
გვჯერა, რომ ანი ღირსეულად წარადგენს ჩვენს ფედერაციას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტურნირებზე და კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევს. 
განსაკუთრებული მადლობა გიორგი ივანიშვილს, მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გაწეული მხარდაჭერისა და პროფესიული ხელმძღვანელობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ჯოშქუნ ნადრილის, ტექნიკურ დირექტორს, მისი წვლილისა და დახმარებისთვის ახალგაზრდა მსაჯების განვითარებასა და წინსვლაში.
ვუსურვებთ წარმატებულ მსაჯობას, პროფესიულ განვითარებას და ბევრ საინტერესო გამოწვევას მომავალში!
