იმერეთის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში

იმერეთის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში

12-14 აპრილს, ქუთაისში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ტურნირი - "იმერეთის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში" - ჩატარდა,

ტურნირზე 350-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის - აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლებმა.

მსგავსი მასშტაბის ტურნირს, ტაეკვონდოში, იმერეთმა პირველად უმასპინძლა.

ტურნირის გახსნას დაესწრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები.

ტურნირმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა. სპორტსმენებს ჰქონდათ ყველა საშუალება რომ საკუთარი თავი ღირსეულად წარმოეჩინათ.

გათამაშდა როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ჯილდოებიც.

ტურნირის საუკეთესო მსაჯებად დასახელდნენ: ვერიკო კაპანაძე და თეონა მანაგაძე
ტურნირის საუკეთესო მწვრთნელი: ნუგზარ გრიგოლია

ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, მადლობას უხდის საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯებს, რომლებმაც ტაეკვონდოს ყველა სტანდარტის დაცვით, უმაღლეს დონეზე შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა

 

ფოტოგალერია:

I დღე

I დღე -  დაჯილდოება

II დღე

II დღე - დაჯილდოება

III დღე

III დღე - დაჯილდოება

გუნდური დაჯილოდება