ისტორიული შედეგი ესტონეთში
25-28 აპრილს, ტალინმა ორი საერთაშორისო ტურნირს ჩატარდა: 25 აპრილს - Tallinn Open G1 2024 და 26-28 აპრილს - 2024 WT President's Cup - Europe.
Tallinn Open G1 2024 - ზე, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოდიოდა. ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან წარმატებით იასპარეზეს და ისტორიული შედეგიც დააფიქსირეს.
ტურნირის ტრიუმფატორი ზურაბ კინწურაშვილი გახდა, რომელმაც ყველა მეტოქესთან 2-0 გაიმარჯვა და საბოლოოდ ტურნირი რაუნდის დაუმარცხებლად დაასრულა.
ვიტალი გელაძის, რომელიც -58 კგ-ში გამოდიოდა, პირველი მეტოქე ნორვეგიელი სანდერ მაგერო იყო, რომელთანაც ორივე რაუნდში ვადაზე ადრე გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სერბ ტოდორ ვასილიჩს შეხვდა და მასთანაც 2-0 იმარჯვა. ძალიან დაძაბული გამოდგა ნახევარფინალი, სადაც ვიტალის მეტოქე, ტურნირის მეორე ნომრად განთესილი, გერმანელ ფეიხარ გუმუსსი იყო. ვიტალი პირველი რაუნდში, საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, რაუნდის დასრულებამდე 30 წამით ადრე 17-3 მარცხდებოდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 18 წამში, უკვე 17-18 იყო და საბოლოდ გაიმარჯვა კიდეც. სამწუხაროდ მეორე და მესამე რაუნდში დამარცხდა კიდეც და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ბრინჯაოს მედალი აიღო დავით ბუიძემაც, რომელიც ნახევარფინალში ხორვატ პაკო ბოსიჩთან 0-2 დამარცხდა.
სამწუხაროდ, პირველივე ორთაბრძოლა წააგო ვერიკო კაპანაძემ.
საბოლოდ ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო და ამ შედეგით ჩვენმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია ქართული ტაეკვონდოს ისტორიაში, რადგან G1 კატეგორიის ტურნირზე, აქამდე გუნდური შედეგი არასოდეს გვქონია.
26-28 აპრილს - 2024 WT President's Cup - Europe - ჩატარდა. პირველ დღეს პინები და კადეტები გამოვიდნენ. პირველსავე დღეს, ქართულმა დელეგაციამ ორი ოქროს მედალი მოიპოვა:
ნიკას ქარდავამ ( კადეტი) და ომარ ლაფაჩმა ( პინი), ყველა მეტოქე დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ, თორნიკე ცხადიაშვილი ( პინი) კი მესამე ადგილზე გავიდა.
27 აპრილს ბრძოლაში ეროვნული ნაკრები ჩაერთო, სამწუხაროდ წინა ტურნირმა მათზე დიდი გავლენა მოახდინა, გუნდმა სათანადოდ დასვენება ვერ მოახერხა და ეს შედეგზეც აისახა. დავით ბუიძემ, ვიტალი გელაძემ და ვერიკო კაპანაძემ პირველივე ბრძოლა წააგეს, ზურაბ კინწურაშვილმა, რომელიც განთესილი იყო და პირველ წრეში ისვენებდა, ბრძოლა პირდაპირ მერვედფინალიდან დაიწყო ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა და მეოთხედფინალში დამარცხდა.
28 აპრილს იუნიორთა ნაკრების დღე იყო, რომელიც ჩვენი ნაკრებისათვის წარმატებული გამოდგა. საუკეთესოდ გამოვიდა აბალფაზ მამედოვი, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა ოქროს მედლამდე, აბალფაზი ფინალში დამარცხდა და ტურნირის ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა ღოღობერიძემ, რომელიც კადეტთა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია და ნელ-ნელა იუნიორებშიც იწყებს თავისი კვალის დატოვებას.
მეოთხედფინალში დამარცხდნენ და მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ: მათე კვანტიძე და გიორგი აბრამაშვილს.
სამწუხაროდ, ილია მაცაბერიძე და გიორგი კვირაია პირველივე ბრძოლაში დამარცხდნენ
საბოლოოდ ტურნირი წარმატებულად შეგვიძლია შევაფასოთ, სპორტსმენებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალ ტურნირებში აუცილებლად დადებითად აისახება.
აუცილებლად აღსანიშნავია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის - იოსებ ოსიძისა და იუნიორთა ნაკრების მწვრთნელის რომეო გურეშიძის გაწეული საქმიანობა.
უახლოესი ტურნირი, 7-13 მაისს, სერბეთში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატია, სადაც ეროვნულ ნაკრები გამოვა. საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, წარმატებას უსურვებს ჩვენს სპორტსმენებს
ეროვნული ნაკრები, ესტონეთში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა