ქართული ტაეკვონდოს გამარჯვება
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშებზე, 25 ივნისი ქართული ტაეკვონდოს ტრიუმფის დღე აღმოჩნდა. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი - ზურაბ კინწურაშვილი ( -74 კგ).
ზურას პირველი მეტოქე ირლანდიელი ლეროი ნსილუ იყო, რომელიც მარტივად 2-0 ( 13:9, 12:3) დაამარცხა.
შემდეგი მოწინააღმდეგე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ესპანელი დანიელ კუესადა ბარერასი იყო, რომელიც ზურაბმა ასევე 2-0 ( 5:4, 4:4.) დაამარცხა.
არანაკლებ ტიტულოვანი იყო ზურაბის მეტოქე ნახევარფინალში - 2023 წლის, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი სტეფან ტაკოვი, მიუხედავად იმისა რომ ზურა მეორე რაუნდს აგებდა, 2 წამით ადრე გამარჯვების მომტანი ქულა აიღო და ფინალში გავიდა - 2:2, 11:10.
ფინალში ზურას ბოსნიელი ნეძად ჰუშიჩი შეხვდა. ზურამ ისევე როგორც მთელი ტურნირი ფინალშიც საუკეთესო იყო და აქაც 2-0 (10:7, 6:4 ) გაიმარჯვა, რითაც 2023 წლის ევროპული თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომელიც გვერდში გვედგა და ჩართული იყო ზურაბ კინწურაშვილის მზადების პროცესში.
წინ, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებია, სადაც გვჯერა რომ ჩვენი სპორტსმენები ისევ გაგვახარებენ გამარჯვებებით