მე-7 დანის მფლობელ, ოსტატი დუხვი ლის ვიზიტი იმერეთის რეგიონში
საქართველოში, ტაეკვონდოს განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 19 დეკემბერს, ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონულ ფედერაციას სტუმრად მე-7 დანის მფლობელი, ოსტატი დუხვი ლი ეწვია, რომელიც საქართველოში KUKKIWON-ის მხარდაჭერით იმყოფება.
ბატონი ლის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონულ ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან, ფედერაციაში შემავალ ქუთაისის, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის და წყალტუბოს ტაეკვონდოს კლუბების მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან.
შეხვედრას ჯამში 68 სპორტსმენი ესწრებოდა.
სტუმარმა, სპორტულ კლუბებს სხვადასხვა სახის სპორტული და სავარჯიშო ინვენტარის გადასცა საჩუქრად.
სპორტული ინვენტარი, ხელს შეუწყობს სპორტსმენების განვითარებას და გაზრდის მათ სპორტულ მიღწევებს.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის, მხარდაჭერით და ორგანიზებით , მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი შეხვედრები და სხვადასხვა სავარჯიშო ინვენტარებით სპორტსმენების მომარაგება.