საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია, ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია, ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა

12 აპრილს, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია, პრეზიდენტის თეიმურაზ მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, ნიურნბერგში ( გერმანია), ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნებში.

თეიმურაზ მღებრიშვილმა, არჩევნების შემდეგ, პირადად მიულოცა გამარჯვება ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტს - საკის პრაგალოსს.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოში ტაეკვონდოს პოპულარიზაციისა და განვითარების საკითხები.

პრაგალოსმა კმაყოფილება გამოთქვა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელი მიღწევების გამო და აღნიშნა რომ ეს ფედერაციის კარგად მუშაობას უსვამს ხაზს.

მანვე გამოთქვა სურვილი და დახმარების მზადყოფნა რომ 2026 წელს, საქართველომ უმასპინძლოს ერთ-ერთი ასაკობრივი კატეგორიის ( პინები, კადეტები, იუნიორები) ევროპის ჩემპიონატს.

თეიმურაზ მღებრიშვილმა, საკის პრაგალოსი, ოფიციალური ვიზიტით მოიწვია საქართველოში.

თეიმურაზ მღებრიშვილმა შეხვედრები გამართა, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტებთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.