ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ელჩთან

ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ელჩთან

4 მაისს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ მღებრიშვილი და ვიცე პრეზიდენტი როინ ვარშანიძე, საქართველოში, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ელჩს - ტონგ ოპ კიმს შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე კორეის ელჩისგან გამოითქვა მზაობა, ჩაერთოს სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის, ბათუმში გასამართ ღია საერთაშორისო ტურნირში.
ასევე, ელჩის მხრიდან გამოითქვა სურვილი რომ ყოველწლიურად გაიმართოს კორეის საელჩოს ტურნირი, რომლის ორგანიზებაში საელჩოც იქნება ჩართული.

ტაეკვონდოს, რომელიც სამხრეთ კორეული საბრძოლო ხელოვნებაა, კორეის რესპუბლიკა განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა, მსოფლიო ტაეკვონდოს მმართველი ორგანოს "KUKIWON"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში დუკჰვი ლი.