ტაეკვონდოს გენერალური ასამბლეა
28 მაისს, ბაქოში, ტაეკვონდოს გენერალური ასამბლეა შეიკრიბა. ეს იყო საიუბილეო ასამბლეა - 50 წლის წინ დაარსდა ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია. შეხვედრაზე განიხილეს ძირითადი აქტუალური საკითხები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთიანობა ტაეკვონდოს ოჯახს შორის.
გენერალურმა ასამბლეა მიესალმა ნამიბიას, როგორც მის 213-ე წევრ ეროვნულ ასოციაციას რაც ასახავს ტაეკვონდოს მნიშვნელოვან გლობალურ ზრდას მხოლოდ. აღსანიშნავია რომ 50 წლის წინ, როდესაც საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა, მხოლოდ 17 ეროვნულ ასოციაცია შედიოდა მის შემადგენლობაში
დელეგატებს, სიტყვით მიმართა მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტმა ჩოუმ:
„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა გავხსნა 36-ე გენერალური ასამბლეა იმ დღეს, როცა ნახევარი საუკუნის წინ მსოფლიო ტაეკვონდოს დაარსდა. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ ბოლო 50 წლის განმავლობაში. ჩვენ მტკიცედ ვართ გაერთიანებულნი, როგორც ოჯახი და ერთად ვრჩებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გამოწვევები გქვონდა. გმადლობთ მეგობრობისა და სოლიდარობისთვის. ჩვენი ერთიანობა ჩვენი წარმატების საფუძველია.“
მსოფლიო ტაეკვონდოს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალურ მილოცვაში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა თქვა:
„შეგვიძლიათ გადავხედოთ 50 წლიან უდიდეს პროგრესს. მხოლოდ 17 ეროვნული ასოციაციით დაწყებული საქმე და სწრაფვა გამარჯვებისაკენ. თქვენ გქონდათ ოლიმპიური დებიუტი სიდნეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. მას შემდეგ თქვენ არ შეწყვიტეთ თქვენი სპორტის განვითარება. ამ კონტექსტში, მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის გამორჩეული მიღწევები, რომლებიც მიღწეულ იქნა პრეზიდენტის ჩუეს ხელმძღვანელობით. მან ტაეკვონდო აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სპორტად, რომელიც ახლა მართლაც გლობალური სპორტია. სწორედ ამ გლობალურობის მაჩვენებელია 213 წევრი ქვეყანაც. ამ გზით თქვენ აერთიანებთ ადამიანებს მთელ მსოფლიოში რითაც ხელს უწყობთ ჩვენს საერთო ოლიმპიურ ღირებულებებს“.
გენერალური ასამბლეის დროს იყო არაერთი პრეზენტაცია და მოხსენება, მათ შორის 2022-2023 წლების საოპერაციო და ფინანსური ანგარიშები, 2028 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო პროცესი და სხვ.
მორიგი გენერალური ასამბლეა კორეაში, ჩუნჩონში ,2024 წლის ტაეკვონდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართება.
იქიდან გამომდინარე რომ ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ვერ ახერხებდა ბაქოში ჩასვლას, გენერალურ ასამბლეა ონლაინ რეჟიმშიც მიმდინარეობდა. სწორედ ონლაინ დაესწრო ასამბლეას, საქართველოს ტაეკვონდოს გენერალური მდივანი ირაკლი ნარმანია.