ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის მინისტრს შეხვდა
ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჩოუ ჩანგ ვონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი თემურ მღებრიშვილი, ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის ფინანსური დირექტორი ჯერი ლინგი, სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ტაეკვონდოს, როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის, განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პირველად ესტუმრა