სამხრეთ კორეის ელჩის თასი

სამხრეთ კორეის ელჩის თასი

22-23 დეკემბერს, გორში, ტაეკვონდოს მასშტაბური ტურნირი -  "სამხრეთ კორეის ელჩის თასი"  გაიმართა.

ტურნირის ორგანიზატორები: საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის  საელჩო და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია იყვნენ.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის, 300-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

საზეიმო გახსნაზე, დამსწრეებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოში, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ჰიონ დუ კიმიმ და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე თოდუამ.

ტურნირი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და კორეელი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 ელჩის განცხადებით, ტურნირი რომელიც წელს პირველად გაიმართა, ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მომავალშიც ჩატარდება, გაიზრდება მასშტაბებიც და მასში მონაწიელობის საშუალება უცხო ქვეყნის ათლეტებსაც ექნებათ.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე თოდუამ მადლობა გადაუხადა ბატონ ელჩს ამ ინიციატივისათვის და ასევე,  იმ საქმიანობისათვის, რომელსაც ის ანხორციელებს საქართველოში, ტაეკვონდოს პოპულარიზაციისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრი: ლევან ფიოლია;

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი -  გიორგი ჯინჭველეიშვილი და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი - ვლადიმერ გოგალაძეც

 

ტურინირის ორგანიზებაში დახმარებისათვის, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, მადლობას უხდის, საქართველოში "კუკივონის" წარმომადგენელს, ტაეკვონდოს ოსტატს - დუხვი ლის

 

ფოტოგალერია