2022 წლის 18 ნოემბერს ქ.ჭიათურაში დაჯილდოვდნენ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ქ.ზუგდიდში საქართველოს ტაეკვანდოს კლუბების შეჯიბრებაში გამარჯვებულები
2022 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა დასავლეთ საქართველოს ტაეკვონდოს კლუბების შეჯიბრი, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა 13 კლუბის 200 სპორტსმენი, მათ შორის იყო ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში შემავალი ქალაქ ჭიათურის ტაეკვონდოს კლუბი 5 სპორტსმენის მონაწილეობით, მწრთვნელი ვალერი სარალიძე.
ჭიათურის სპორტსმენებმა 5 საპრიზო ადგილი დაიკავეს, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. აღნიშნული წარმატების მილოცვის მიზნით, ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ ჯღამაძის ორგანიზებით, გაიმართა მისალოცი შეხვედრა ჭიათურის ტაეკვონდოს კლუბში, სადაც მოწვეული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, რომლებმაც ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს მიულოცეს საპრიზო ადგილი, უსურვეს წარმატება და გამოთქვეს თანადგომა ტაეკვონდოს განვითარების საქმეში.