ჩვენს შესახებ
საქართველოში სამხრეთ კორეული საბრძოლო ხელოვნების - ტაეკვონდოს დასაბამად 1995 წელი ითვლება.
თავდაპირველად, ტაეკვონდოს სპორტული წრეები თბილისში შეიქმნა. შემდგომ კი მთელი საქართველოს მასშტაბით სწრაფად გავრცელდა და თითქმის ყველა რეგიონში ჩამოყალიბდა ტაეკვონდოს სასწავლო კლუბები.
1998 წლის 5 მაისი საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის რეგისტრაციის ოფიციალური თარიღია. ამავე წელს, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია მსოფლიოს და ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციების წევრი გახდა. შესაბამისად, ქართველი სპორტსმენები აქტიურად ჩაერთვნენ მსოფლიოსა და ევროპის ტაეკვონდოს ფედერაციების მიერ ორგანიზებულ ტურნირებში.
2000 წლიდან ტაეკვონდო ოფიციალურად შევიდა ოლიმპიადის პროგრამაში და ამავე წელს, სიდნეის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ტაეკვონდოში პირველი შეჯიბრი გაიმართა.
საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტები:
კონსტანტინე გედევანიშვილი - 1998-2007 წწ.
გიორგი კორახაშვილი - 2007-2013 წწ.
სულხან ბაბუაძე - 2013-2020 წწ.
თეიმურაზ მღებრიშვილი - 2020 - დღემდე