2022 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა დასავლეთ საქართველოს ტაეკვონდოს კლუბების შეჯიბრება
2022 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა დასავლეთ საქართველოს ტაეკვონდოს კლუბების შეჯიბრი, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა 13 კლუბის 200 სპორტსმენი, მათ შორის იყო ა (ა)იპ ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონალურ ფედერაციაში შემავალი ქალაქ ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბი 18 სპორტსმენის მონაწილეობით, მწრთვნელი ბატონი რომეო გურეშიძე.
აღნიშნული შეჯიბრი ძალიან დაძაბულ და კონკურენტულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა ქალაქ ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბმა შეჯიბრის მსვლელობის დროს ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა გუნდურ ჩათვლაში, რაც საპრიზო ადგილების დიდი რაოდენობით აისახა. ქუთაისელმა სპორტსმენებმა 18 საპრიზო ადგილი დაიკავა, აქედან 17 ოქროს და 1 ვერცხლი. აღნიშნული წარმატების მილოცვის, ტაეკვონდოს განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, ააიპ ტეაკვონდოს იმერეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი ვლადიმერ ჯღამაძის ორგანიზებით, გაიმართა მისალოცი შეხვედრა ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბში , სადაც მოწვეული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები და ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, რომლებმაც ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს მიულოცეს საპრიზო ადგილი, უსურვეს წარმატება, გამოთქვეს თანადგომა, ყველა საჭირო საქმეში, რაც კი ხელს შეუწყობს მათ როგორც სპორტსმენების განვითარებაში, ასევე ტაეკვონდოს როგორც სპორტის განვითარებას, ეს შეეხება როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ასევე შეჯიბრებების ორგანიზებას.
აღნიშნული შეხვედრები, მომავალშიც გაგრძელდება, რაც მეტ სტიმულს მიცემს ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და პოპულარიზაციას მოახდენს ტაეკვონდოს განვითარებას. ჩვენ გვეამაყება ჩევნი სპორტსმენები და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მათ.