ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს  ეროვნული ფედერაციის  გამგეობის განცხადება

ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის განცხადება

ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს

ეროვნული ფედერაციის

გამგეობის განცხადება

 

არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია წარმოადგენს საქართველოში არსებულ რეგიონული თუ სხვა ფედერაციების, სპორტული კლუბების ამ სახეობასთან დაკავშირებული ასოციაციებისა და სხვა ორგანიზაციების ინტერესებს და შექმნილია, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფის შესაბამისად.

ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია სპორტის სახეობა ტაეკვონდოს ხელმძღვანელი ორგანოა (ორგანიზაციაა) ქვეყნის მასშტაბით, რომელიც დამოუკიდებლად და სრულად  წარმართავს თავისი საქმიანობის საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, „სპორტის შესახებ“  საქართველოს კანონის, ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის, ტაეკვონდოს ევროპის კავშირისა და ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის, ყრილობაზე მიღებული წესდების შესაბამისად.

ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ყრილობაზე დამტკიცდა ეროვნული ფედერაციის წესდების ახალი რედაქცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 16 დეკემბრის N38406 ბრძანებით დამტკიცებულ სამინისტროს მიერ აღიარებულ სპორტული ორგანიზაციების ეროვნული სპორტული ფედერაციის სახელმძღვანელო პრინციპების“ დებულებასთან.

ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით ფუნქციონირებდა ნაკრები გუნდების  ( კადეტები, იუნიორები, ეროვნული) მწვრთნელების ინსტიტუტი.

ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ფუნქციონირების წესდების დებულებებთან შესაბამისობაში  მოყვანის მიზნიდან  გამომდინარე,  ფედერაციის გამგეობა, მიზანშეწონილად მიიჩნევს, წესდებით გათვალისწინებული მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნა.

ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის  42-ე მუხლის მიხედვით: „მწვრთნელთა კომიტეტი  შეიმუშავებს და განიხილავს სავარჯიშო და სატურნირო გეგმებს, მისი განვითარებისა და უსაფრთხოების ნორმების რეგულირების ძირითად ასპექტებს, წარმართავს მწვრთნელთა ან და სპორტსმენთა გადამზადებისა და ლიცენზირების ორგანიზებას. ქმნის მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარების სტრატეგიას“

ახლად შექმნილმა კომიტეტმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს როგორც ეროვნული, კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან, ასევე აკონტროლოს ფედერაციის ნებისმიერი წევრი სუბიექტის სამწვრთნელო საქმიანობა, დაეხმაროს მათ მეთოდურად თუ პრაქტიკულად.

ა(ა)იპ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წესდების 38-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მუდმივმოქმედი კომიტეტი შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან.

შესაბამისად, მწვრთნელთა კომიტეტის დაკომპლექტების მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობამ გადაწყვიტა, მიმართოს წევრ სუბიექტებს წინადადებით, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები ფედერაციის მწვრთნელთა კომიტეტში, საიდანაც გამგეობა მოახდენს თავმჯდომარისა და მოადგილის შერჩევა, დამტკიცებას.

კანდიდატურები უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 1 აპრილამდე ფედერაციის სამდივნოში ელექტრონულ მისამართზე -  georgiantkd@yahoo.com

განცხადებას თან უნდა ერთოდეს აპლიკანტის CV, მოკლევადიანი (1 წლიანი) და გრძელვადიანი ( 4 წლიანი) სამუშაო გეგმა.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში.