Batumi open -2023

Batumi open -2023

16-17 სექტემბერს, ბათუმმა ტაეკვონდოს საერთაშორისო ტურნირს - Batumi open 2023 უმასპინძლა.

ტურნირი საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის, ქ.ბათუმის მერიისა და ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ქართველი სპორტსმენების გარდა, ტურნირში მონაწილეობა აზერბაიჯანელმა, უზბეკმა, ირანელმა, უკრაინელმა და ყაზახ სპორტსმენებმა მიიღეს (ჯამში 300-მდე სპორტსმენი).

შეჯიბრება გაიმართა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.

ტურნირმა მაღალ დონეზე ჩაიარა. მნიშვნელოვანი იყო რომ ტურნირს სჯიდა, ქართველს მსაჯთა ბრიგადა, მსაჯთა უმეტესობისათვის საერთაშორისო ტურნირის განსჯა პირველი გამოცდილება იყო, მიუხედავად ამისა, ყველა მონაწილემ აღნიშნა მსაჯობის მაღალი დონე.
ტურნირს ესწრებოდნენ: ქ. ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი; საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები: როინ ვარშანიძე და ალექსანდრე თოდუა

საერთაშორისო ტურნირს არც მაყურებელი მოჰკლებია და ორივე საშეჯიბრო დღის განმავლობაში ტრიბუნებზე ხალხმრავლობა იყო.
ტურნირს ორგანიზებით კმაყოფილი დარჩნენ როგორც ქართველი ისე უცხოელი მონაწილეები.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია გეგმავს რომ ტურნირი გახდეს ყოველწლიური, ასევე იგეგმება ტაეკვონდოს მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციებთან გაიმართოს მოლაპარაკება რათა ტურნირმა მიიღოს G1 კატეგორია და გახდეს სარეიტინგო, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მონაწილეთა რაოდენობას და ხარისხს.

ტურნირის ჩატარებაში გაწეული დახმარებისათვის, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

 

სრული ფოტო გალერეა

I დღე

II დღე