ხონის ტაეკვონდოს კლუბის სპორტსმენებს, გადაეცათ სავარჯიშო დარბაზისთვის ტატამი და სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი
2022 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონულ ფედერაციაში შემავალ, ხონის ტაეკვონდოს კლუბის სპორტსმენებს, სავარჯიშო სავარჯიშო დარბაზისთვის ტატამი და სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი გადაეცათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ა(ა)იპ ტაეკვონდოს იმერეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ჯღამაძე, ამავე ფედერაციის გენერალური მდივანი.
სპორტული ინვენტარი, ხელს შეუწყობს სპორტსმენების განვითარებას და გაზრდის მათ სპორტულ მიღწევებს.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, აგრძელებს რეგიონული ფედერაციების და სპორტული კლუბების სხვადსხვა ინვენტარით აღჭურვას.