საქართველოს  მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტი - ჩოუ ჩანგ ვონი ეწვევა

საქართველოს მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტი - ჩოუ ჩანგ ვონი ეწვევა

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თეიმურაზ მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოში სამი დღით ჩამობრძანდება, მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტი - ჩოუ ჩანგ ვონი და ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის ფინანსური დირექტორი - ჯერი ლინგი.  

სტუმრებმა მზაობა გამოთქვეს, ვიზიტის ფარგლებში გაეცნონ, საქართველოში ტაეკვონდოს პოპულარიზაციის მასშტაბებსა და განვითარებას.

აღსანიშნავია რომ აქამდე, ასეთი მაღალი დონის სტუმრისათვის საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციას არ უმასპინძლია.

დაგეგმილია ჩოუ ჩანგ ვონისა და ჯერი ლინგის შეხვედრა საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან თეიმურაზ მღებრიშვილთან და სხვა, მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრა.

საგულისხმოა ის ფაქტი რომ პრეზიდენტი საქართველოს, ტაეკვონდოს გენერალური ასამბლეის შემდეგ და ევროპის ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ ეწვევა, რაც ხაზს უსვამს ვიზიტის მნიშვნელობას.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.