საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა
ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში, 25-26 ნოემბერს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ეროვნული ნაკრები, ზემოხსენებულ შეჯიბრზე,5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათგან, ზურაბ კინწურაშვილმა და ბექა ქავთარაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო ვიტალი გელაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ქალაქ სარაევოში გამართულ ჩემპიონატზე 22 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ამ შედეგით, საქართველოს ეროვნული გუნდი, მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა და ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიც არის სამხრეთ კორეა, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვ.
აღნიშნული გამარჯვებით, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის მანძილზე, ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზემოხსენებულ ტურნირზე მონაწილეობის მხარდაჭერისთვის და ულოცავს სპორტსმენებს მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას.