სამი ბრინჯაოს მედალი რუმინეთიდან
სამი ბრინჯაოს მედალი რუმინეთიდან
7-9 აპრილის, რუმინეთში, ევროპის 2023 წლის ზაფხულის თამაშების სალიცენზიო ტურნირი გაიმართა. სპორტსმენებისთვის ეს იყო ბოლო შანსი რომ ამ დიდ სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლება მიეღოთ.
საქართველოს ნაკრები 4 სპორტსმენით იყო - ოზჯან ფაშაევი ( -87 კგ), დათა ახალაძე ( -54 კგ), ბექა ქავთარაძე ( -68 კგ) და ვერა კაპანაძე ( -46 კგ) - მწვრთნელი იოსებ ოსიძე.
ტურნირზე ყველა ქვეყანას, უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა გამოყვანილი.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა რომ ოთხი სპორტსმენიდან სამმა - დათა ახალაძემ ( -54 კგ), ბექა ქავთარაძემ ( -68 კგ) და ვერა კაპანაძემ ( -46 კგ). ტურნირის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ლიცენზია ვერცერთმა მათგანმა მოიპოვა.
ამრიგად, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ნაკრებს, 2023 წლის ევროპის ზაფხულის თამაშებზე, მხოლოდ ერთი სპორტსმენი ეყოლება - ზუკა კინწურაშვილი ( -74) რომელმაც სარეიტინგო ქულებით გაინაღდა ლიცენზია