სპორტის მინისტრი მძლეოსნობის სასახლეს ეწვია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - თეა წულუკიანი მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს მძლეოსნობის სასახლეში შეხვდა. ვიზიტის ინიციატორი და მასპინძელი საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - ალექსი ახვლედიანი გახლდათ.
მძლეოსნობის სასახლეში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე - იოსებ ბაღათურია, საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი - თეიმურაზ მღებრიშვილი, საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი - კონსტანტინე ლაშხი და საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი - ომარ ფხაკაძე.
შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ახალგაზრდებში მძლეოსნობის წახალისების, ისე ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე.
თეა წულუკიანმა მძლეოსნობის სასახლე დაათვალიერა და ფედერაციების წარმომადგენლებს 2023 წლის გეგმებზე ესაუბრა.